ტელეკომპანია რუსთავი 2 -ში სიახლეებია.  კურიერ პოსკრიპტუმი ჟურნალისტმა დავით კიკალიშვილმა წინა კვირას დატოვა. კიკალიშვილი ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ჩაანაცვლა, რომელსაც არაერთ გადაცემასთან ერთად, შაბათის კურიერიც მიყავდა.

 

როგორც დღეს გახდა ცნობილი გიორგი გაბუნიამ შაბათის კურიერი დატოვა და მას პაატა იაკობაშვილი ჩაანაცვლებს.

 

სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დირექტორი.

 

"მადლობა Giorgi Gabuniaს შაბათის კურიერში გაწეული მრავალწლიანი მაღალი კლასის საქმიანობისთვის. წარმატებებს ვუსურვებ პოსტსკრიპტუმში!
არხის და, ვფიქრობ, ქვეყნის საუკეთესო ჰარდ თოქის წამყვანს Paata Iakobashvili ვუსურვებ დიდ წარმატებას განახლებულ შაბათის კურიერში", წერს გვარამია.