მოზარდმაყურებელთა თეტარმა ნილ საიმონის კომედია "მგზნებარე შეყვარებული" დადგა. სპექტაკლი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ შექმნილი კოპროდუქცია გახლავთ, რომელშიც ზუგდიდის თეატრისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები თამაშობენ. ზუგდიდელებიდან ერთ-ერთი მარინა დარასელიაა. ეს ქალბატონი ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთ სახასიათო როლს ასრულებს. ის გრიშა კაკაჩიას შინამომსახურე - ლამარა გახლავთ, რომლის ხილვაც სერიალში მაყურებელს დიდად მოსწონს და ახალისებს.

 

 

მარინა დარასელია მაყურებელმა ახალ სპექტაკლში სრულიად განსხვაებულ როლში იხილა. ის პარტნიორობას მგზნებარე შეყვარებულ მამაკაცს უწევს და არც თუ ურიგოდ...
ჩვენ მას პრემიერის შემდეგ გავესაუბრეთ:

 

 

- პრემიერის წინ ძალიან დავიძაბეთ, მთელი დღის განმავლობაში თეტარში შუქი არ იყო, - ასეთი რამ მოქმედებს მსხიობებზე, ძალიან ვინერვიულეთ. ისიც კი ვიფიქრეთ, პრემიერა ხომ არ გადაიდებაო, მაგრამ 8-ის 15 წუთზე შუქი მოვიდა და გადარბენა გვქონდა, რომ გრიმის გაკეთება მოგვესწრო...
რაც შეეხება თავად პროექტს, მადლობელი ვარ, რომ მასში ვმონაწილეობ. ის კოპროდუქციაა და ამის გამო დიდი ბედნიერება გვაქვს, ზუგდიდელმა და თბილისელმა მსახიობებმა სცენაზე ერთად ვითამაშოთ. მიხარია ისიც, რომ ჩემს როლზე ორი დუბლია (თბილისელები თამაშობენ). ასევე დუბლიორი ჰყავს ჩემს ზუგდიდელ მზეკოსაც (ჩარგაზია). თბილისელები აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპაჟებს ქმნიან. მოკლედ, განსხვავებულები ვართ ყველანი, არ ვგავართ ერთმანეთს, თუნდაც ერთსა და იმავე როლს ვასრულებდეთ.

 

 

იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მოზარდმაყრებელთა თეატრში მომიწია პრემიერის თამაში, - ეს ისე მიხარია, რომ ამ გრძნობას ზუსტად ვერც გადმოვცემ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს აქ დიდი ხანია ვმუშაობ, ჩემი კოლეგებისგან იმხელა დადებითი მუხტი მოდის; არაჩვეუებრივი დასია, შესანიშნავი მსახიობები, რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

 

 

მამკაცი მსახიობებიდან ორი პარტნიორი მყვს, - ვახო ნოზაძე და ბესო მეგრელიშვილი. თითოეულს სხვადსხვანაირად მიჰყავთ წარმოდგენა და ორივესთან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თითოეულთან საინტერესოა ურთიერთობა. თითქოს ჯადო გამიკეთეს, წასვლა აღარ მინდა ზუგდიდში. ეს ორი თვე ისეთი სასიამოვნო იყო მათთან ყოფნა და მუშაობა, რომ ვერ წარმოიდგენთ. შევეჩვიე აქაურობას, მაგრამ ბედნიერებაა ისიც, ამ შემადგენლობით ზუგდიდშიც გვექნება პრემიერა და მერე ისევ ჩამოვალთ. მოკლედ, არ დავკარგავთ ერთმანეთს. ბედნიერი ვიქნები სხვა ახალი კოპროდუქციაც თუ გვექნება. ისე, ჩვენი ზუგდიდს თეატრის მდგომარეობა კი იცით, რომ მძიმეა, შესაძლოა სხვადსხვა თეატრში მოგვიწიოს თამაში.

 

 

- ზუგდიდის თეატრში თეატრალური ინსტიტუტის დამტავრების შემდეგ მუშაობთ?
- მე იმ თაობას მივეკუთნები, ვინც თეატრალურ ინსტიტუტში 1978 წლეს მოეწყო. მაშინ ლიმიტები იყო და ზუგდიდადან სამსახიობო ფაკულტეტზე იმ პირობით გაგვიშვეს, რომ ზუგდიდში უნდა დაბრუნებულიყავი. არ შეიძლებოდა სხვა თეატრში სამუშაოდ წასვლა.
ჰოდა, როგორც ზუგდიდელი, დავუბრუნდი ჩემი საყვარელი ქალაქის თეტარს. თუმცა ბევრმა გვიღალატა, დაამთავრეს ლიმიტით და სამწუხაროდ, არ ჩამოვიდნენ.

 

 

- მოკლედ, თქვენს ქალაქს არ უღალატეთ...
- არა, იქაური ვარ დ მიყვარს ჩემი ზუგდიდი. მალე ჩვენი შალვა დადიანის სახელობის თეატრი 150 წლის ხდება. ისტორიული თეატრია, აქ თავის დროზე არაერთ დიდ ხელოვანს უთამაშია. მაგალითად, თემურ ჩხეიძემ სადიპლომო სპექტაკლი ჩვენთან დადგა, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტებმა - ჟანრი ლოლაშვილმა და ავთო მახარაძე ითამაშეს... ზუგდიდი ყოველთვს იყო თავის ხელოვნებით ცნობილი... ინსტიტუტი 1982 წელს დავამთავრე და იმ დღიდან მოყოლებული, ამ თეატრის მსახიობი ვარ. თუმცა დღეს, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ხომ გახსოვთ, მეორე სართულიდან, თავის სამუშაო ოთახიდან, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი სკამიანად რომ ჩამოვარდა პირველზე? მადლობა უფალს, რომ გადარჩა. ახლა სწორედ მან, რომელიც თბილი, უშუალო და ყურადღებიანი ადამიანია, გამახარა, - იანვრიდან თეატრში სარესტავრაციო სამუშაოები იწყებაო.

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე