ქორეოგრაფი დათუნიკა სხირტლაძე მის მშობლიურ ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.

 

 

 

ცნობილი ქორეოგრაფი ჯგუფ "შინსა" და ანსამბლ "რუსთავში" ცეკვავდა. მისი შექმნილია ცნობილი რაჭული ცეკვა "ტაში ბიჭო, გიორგუნა".

 

 

 

დავით სხირტლაძე ამბროლაურის რაიონში 1958 წელს დაიბადა და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ კი თბილისში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო სწავლა. 1978 წელს, რესპუბლიკურ ფესტივალზე ცეკვა "ქართულის" შესრულებით გაიმარჯვა.