„ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთი კანდიდატი, თაკო გაჩეჩილაძე წინასაახალწლოდ საავადმყოფოში მოხვდა დერმატიტის გამო. ჩვენ დავუკავშირდით თაკოს იმის გასარკვევად თუ როგორ არის, როგორ გაატარა ახალი წელი და დერმატიტი რაიმე დაბრკოლებას ხომ არ წარმოადგენს „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობისთვის.

 

 

მომღერალმა გვიპასუხა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს, ახალ წელს ბათუმის ღია ცის ქვეშ, კონცერზე შეხვდა, რაც შეეხება „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ ტურს, 20 იანვარს გაიმართება.

 

 

- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- ახალ წელს შევხვდი გარეთ, ბათუმში კონცერტზე.

 

 

- ვისთან ერთად იმღერეთ?
- სოლო ვიმღერე და დუეტი ნინი ბადურაშვილთან ერთად.

 

 

- რა მოგწონთ ახალი წლის განსაკუთრებით?
- განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ძველი წელი მთავრდება და ახალი იწყება.

 

 

- რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმი?
- Home alone (მარტო სახლში).

 

 

- თქვენი ნაძვის ხე ერთ კონკრეტულ ფერშია ხოლმე გაწყობილი თუ მრავალფეროვანია?
- ჩემი ნაძვის ხე საერთოდ, ფერადია, თუმცა წელს მე ვერ მოვიცალე ნაძვის გასაწყობად.

 

 

- საახალწლო სუფრისთვის კერძებს აკეთებთ ხოლმე?
- სამწუხაროდ, არა. არ მაქვს მაგდენი დრო.

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე