ისევე როგორც ფერმენტირებული პროდუქტების უმრავლესობა, კომბოსტო ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კერძოდ:

 

 


აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს

კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.
კომბოსტო აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას და იცავს გაუვალობისგან. რაციონში კომბოსტოს რეგულარული ჩართვით, თქვენ თავს დაიზღვევთ სწორნაწლავის დაავადებებისა და კუჭის კიბოს განვითარებისგან.

 

 

აძლიერებს ენერგიას
კომბოსტო მდიდარია რკინით, რისი წყალობითაც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის მიმოქცევას. იცავს ორგანიზმს ანემიისგან, ქრონიკული დაღლილობისა თავის ტკივილებისგან.

 

 

აძლიერებს იმუნურ სისტემას
კომბოსტო მდიდარია С ვიტამინით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ძლიერი იმუნური სისტემისთვის. С ვიტამინის მაღალი დონე ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, თეთრი სისხლის უჯრედების წარმოქმნასა და კოლაგენის გამომუშავებას.

 

 

აძლიერებს ძვლებს
კომბოსტო მდიდარია K ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ძვლების სიმაგრისთვის. K ვიტამინი ეხმერება ორგანიზმს ცილის გამომუშავებაში, რომელიც არეგულირებს ძვლების მინერალიზაციის პროცესს. K ვიტამინი ძალიან სასარგებლოა ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

 

 

ამცირებს ანთებას
კომბოსტოს მწნილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. კომბოსტოს რეგულარული გამოყენება ამცირებს ორგანიზმში ანთებითი პროცესებით გამოწვეულ ტკივილს.

 

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე