სოციალური ქსელის, Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი , რომელიც წლების მანძილზე თავს ათეისტებს მიაკუთვნებდა, ცხოვრებაში რელიგიის მნიშვნელობაზე ალაპარაკდა.

 

 

ამას მის მიერვე, საკუთარ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ჩანაწერი მოწმობს. ცუკერბერგმა ახლობლებს ერთდროულად ქრისტეს შობა და ხანუკი (ქრისტიანთა და იუდეველთა მთავარი დღესასწაულები) მიულოცა.

 

 

კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ცუკერბერგს კითხვა დაუსვა : “ათეისტი აღარ ხარ?”, რაზეც მარკმა უპასუხა: “მე იუდეველად აღმზარდეს, შემდეგ, იყო გარკვეული პერიოდი, როცა სხვადასხვა რაღაცეებში ეჭვი შევიტანე, მაგრამ ახლა მჯერა, რომ რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია.”

 

 

ცუკერბერგის ფეისბუქ-გვერდზე, ინფორმაციაში დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ჩანაწერი, რომ იგი ათეისტია. თუმცა ბოლო დროს ის სულ უფრო ხშირად მიმართავდა რელიგიას. მაგალითად, 2015 წლის ოქტომბერში , ჩინეთის ძველ ქალაქ სიანში ვიზიტისას ცუკერბერგმა ბუდისტურ ეკლესიაში მსოფლიოსა და თავისი ოჯახისთვის მშვიდობისა და ჯანმრთელობის ლოცვა წაიკითხა. მარკმა აღნიშნა, რომ მისმა მეუღლე პრისცილამ, რომელიც ბუდისტია, სთხოვა მეუღლეს, ელოცა მის მაგივრად.