“ეროვნული ფორუმის” წევრმა, ექსდეპუტატმა ანი მიროტაძემ, პოლიტიკიდან აღბული ტაიმაუტი ყველაზე საინტერესოდ დაიწყო – ანი მიროტაძე ყოფილ ფეხბურთელზე, დათო შეყილაძეზე დაქორწინდა და ახალ წელს ახალ ოჯახში შეხვდა. ვინ არის ანი მიროტაძის რჩეული და სად გადაიკვეთა მათი ცხოვრება, ამის შესახებ ანი მიროტაძემ ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

 

 

“დათო პოლიტიკის წყალობით გავიცანი. საფეხბურთო მოედანზე არ ვყოფილვარ, პოლიტიკურ მოედანზე გამომეცხადა ეს ფეხბურთელი (იცინის). არასდროს მიფიქრია, რომ ცხოვრებას ფეხბურთელს დავუკავშირებდი. თუმცა, არც ის მდომებია, ჩემი მეუღლე პოლიტიკოსი ყოფილიყო. სამსახურს მიღმა, სახლშიც პოლიტიკა მეტისმეტი იქნებოდა. ახლა უკვე მჯერა, რომ არსებობს ბედი. კარგი, რამ ყოფილა ეს ბედი, კარგ ბიჭს შემახვედრა(იცინის). ფეხბურთსა და პოლიტიკას ერთი რამ ჰქონია საერთო – ეს აზარტია. მოგებისა და წაგებითვის ორივე მეოდანზე მზად არიან და წაგების შემდეგაც, ბოლომდე იბრძვიან გამარჯვებისთვის. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ამ ზაფხულს, ივლისში, როცა შტაბი შეიკრიბა და უკვე აქტიურად ჩავერთე საარჩევნო კამპანიაში. ჭიათურა ჩემი მშობლების ქალაქია. შესაბამისად, იქ ბევრი ხალხს ვიცნობ, თუმცა დათოს აქამდე არ ვიცნობდი. ის გამაცნეს, როგორც ჩემი მხარდამჭერი, ჩვენი შტაბის წევრი, რომელიც სულ თან დაგვყვებოდა, ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. აღმოჩნდა, რომ დათომ კარგად იზრუნა ყველაფერზე (იცინის)” – ამბობს მიროტაძე.

 

 

წყარო:”თბილისელები”