“კომედი შოუსა” და “კომედი არხის” მსახიობ ვახო ბიჭიკაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს და მის მიერ განსახიერებულ იუმორისტულ პერსონაჟებზე, კარგადაც ხალისობს. თუ რის გამო ხდებოდა ვახო ბიჭიკაშვილი საკუთარი დის მკვლელი ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.
გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

 

 

 

– ვახო მართალია, რომ ნატა სასიკვდილოდ დაიმეტე და აივნიდან აგდებდი? ასეთი რა დააშავა.
– ეჭვიანიეჭვიანი ბავშვი არ ვიყავი, თუმცა, გაწამებული მყავდა. ხშირად ვასეირნებდი ეზოში და ვართობდი, მაგრამ ბიჭები რომ ვთამაშობდით, ამასაც უნდოდა ჩვენთან ერთად და იქ “ვჭედავდი“(იცინის). 7 წლის ბავშვი კინაღამ ციხეში მოვხვდი ამის გამო. ახლა ვხუმრობ, თორემ, რომ გავიაზრებ, რა შეიძლებოდა ჩემს ბავშვურ სისულელეს მოჰყოლოდა, ტანში მზარავს. მოკლედ მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით და სტუმრად იყო ჩემი ტოლი მეგობარი ბიჭი. ავაშენეთ კარავი და ბიჭები ჩვენთვის ვთამაშობდით. ნატა არ მოგვეშვა, გინდა თუ არა მეც შემომიშვით კარავშიო. ვერა და ვერ მოვიცილეთ და მოვიფიქრე – მოდი, შევაშინებ-მეთქი. მოვკიდეთ ხელი და მეოთხე სართულის აივანზე, თოკებზე გადავკიდეთ.

 

 

ნატა: არ დამავიწყდება, ამიყვანეს ხელში და სარეცხის თოკებზე დამკიდეს. ისე შემეშინდა, სიკვდილს თვალებში ჩავხედე. დიდი რისკი იყო ჩავვარდნილიყავი და ვახოს დედმამიშვილის ცოდვა დაედო კისერზე. ისტერიკულად ვყვიროდი, ესენი კიდევ, იცინოდნენ. ბოლოს როგორც იქნა ჩამომხსნეს თოკიდან.
ვახო: დიდი შანსი იყო, თოკს ვერ გაეძლო, ჩამწყდარიყო და ფატალური შედეგით დასრულებულიყო ჩემი ცელქობა. ღმერთმა გადამარჩინა.

 

 

 

 

 

 

წყარო: “თბილისელები”