2 წლის ანასტასია ზაალიშვილის დედა სოციალურ ქსელში ახალ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

"მიდით, ბოლომდე გამანადგურეთ. მეტად მაინც ვეღარ გავმწარდები, როგორც შვილის დაკარგვით გავმწარდი. ვისი იმედებიც მქონდა, ვისაც მივანდე ჩემი შვილის სიცოცხლე და ყველაფერი, სწორედ იმათ გამომიტანეს სასიკვდილო განაჩენი მეორედ ..ყველაფრის უკან თურმე იმ ფონდის ადმინისტრაცია დგას, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდი..ამ ყველა არეულობის და ბუნტის უკან..

 

ამას არ მოველოდი..რისთვის ხალხო, ფულისთვის და სახელისთვის აკეთებთ ამას??? მე ხო თქვენი მჯეროდა ???და მე ხო რასაც მეუბნებოდით მეც და გიოსაც ყველაფერს ვაკეთებდით. სწორედ თქვენი თხოვნით დაწერა გამწარებულმა გიომ რო გადაეცა ძალიან დიდი თანხები, რაც რეალურად არ შეესაბამება სიმართლეს..რისი მტკიცებულებებიც არსებობს..თუმცა არაფერს მოვითხოვ თქვენგან გარდა სიმშვიდისა და მშვიდად გამაკეთებინოთ სიკეთე!!!!!!წყობიდან გამომიკვანეთ უკვე მერამდენედ....რატომ? ნუთუ სიამოვნებას განიჭებთ ჩემი გამწარება??? ნუთუ გულზე მოხვდათ ის რომ ანასტასიას დარჩენილი ტანხის, რაც ფონდში იყო, იმხელა თანხის სხვა ბავშვებზე გადანაწილება გთხოვეთ...და ის თანხა რაც მე მაქვს არ მაქვს უფლება გულით დავეხმარო სხვა გაჭირვებულ ბავშვებს??? ნუთუ სიკეთეს პიარი სჭირდება? ნუთუ აუცილებლად ყველა ნაბიჯი და გაკეთებული სიკეთე სიტყვასიტყვით უნდა დავწერო რომ ხალხმა დაინახოს???

 

ის ხალხი რომლებიც მართლა გულით დამეხმარეთ და ჩემს გვერდით დგახართ, გამიგებთ და ვიცი, ჩემში ეჭვს არ შეიტანთ და თუ სურვილი გაქვთ შემომიერთდით და ამ მთლიანი თანხით ერთად ვაკეთოთ სიკეთე... ხოლო სხვა დანარჩენები ვინც არასწორად ფიქრობს ჩემზე,ღორს,ფულის ხამს და ასე შემდეგ მიწოდებს და კიდევ იმას ამბობთ ,რო თურმე მე4 სტადია სიკვდილის განაჩენია და ბავშვისთვის არ უნდა მებრძოლა...აი ასეთებს აღარ ვაპირებ ანგარიში ჩაგაბაროთ....და კიდევ გარდა ამისა მაქვს სხვა თანხებიც რომელიც პირადად ჩემიოჯახის და ახლობლების შემოწირულობაა ამით მივხედავ ბავშვის საფლავსაც და ხატის დაწერასაც...ხალხო თქვენს მიერ ჩარიცხული თანხებიდან 1 კაპიკი არ იქნება დახარჯული უმიზნოდ და გაჭირვებულების დახმარების გარეშე... ნუ მაიძულებთ ასეთ დროს ამ პოსტების წერას..არავის გისურვებტ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას რასაც შვილის გარდაცვალება ქვია!!! თანხას იმიტომ არ დავაბრუნებ რომ აღარ ვენდობი ამ ფონდს პირადი მწარე გამოცდილებით!!!! ეს ჩემი ბოლო პოსტია და გთხოვთ ყველამ გაიგეთ," - წერს ანასტასია ზაალიშვილის დედა.