20 წლის ჰეიდენ კროსმა ქალაქ გლოსტერიდან გამოაცხადა, რომ ორსულობის მეოთხე თვეზეა. ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი გახდა, რომელსაც თამამად შეუძლია თქვას: „ორსულად ვარ“. საქმე იმაშია რომ ჰეიდენი გოგოდ დაიბადა, მაგრამ 2013 წელს მან სქესის შესაცვლელად ჰორმონების მიღება დაიწყო.

 

 

 

ოფიციალური ბრიტანული დოკუმენტების მიხედვით ის აღნიშნულია როგორც „მისტერი“. მომავალმა მამამ აღნიშნა, რომ სქესის შეცვლის ოპერაციამდე მას სურს ბავშვის გაჩენა. „მე შესანიშნავი მამა ვიქნები“, - ამბობს ჰეიდენი.

 

 

ამისათვის მან სპერმის ანონიმური დონორი იპოვა და სპეციალურ კლინიკაში მივიდა, სადაც ხელოვნული განაყოფიერება გაუკეთეს.

 

 

ჰეიდენი ამბობს, რომ სქესის შეცვლის პროცედურის მიყვანას ბოლომდე აპირებს.

 

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა