„მე განა მწყინს.. უბრალოდ ვერ ვიგებ, რა შუაშია როცა პირველ არხს (საზოგადოებრივ მაუწყებელს) შეუმცირდა ბიუჯეტი და საბჭომ თუ ვინც წყვიტავს იმათმა რომ გადაწყვიტეს, რომელიღაც გადაცემის გაჩერება და კერძო კომპანია „რუსთავი 2“-ის პროდუქტი, რომელსაც ასევე კერძო კომპანია აკეთებს და თან ისე რომ ფულს შოულობს და ეს ნაშოვნი ფული იმ პირველი არხის გადაცემაზე 10-ჯერ მეტია, როგორც აქ წერია.
ანუ შედარება რა შუაშია და ერთმანეთთან რა კავშირშია ეგ ვერ გავიგე, თორემ ეს ორი ფაქტი, რომ ასეა, კაი…“ – წერს სოციალურ ქსელში „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის, ნინო-ნუკრის როლის შემსრულებელი, მსახიობი გიორგი მარშანია და ფოტოს აქვეყნებს, სადაც სწორედ ეს შედარებაა გაკეთებული.

 

გვერდი – საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია: – „მარცხენა სურათზე თქვენ ხედავთ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ერთ–ერთ პერსონაჟს, მარჯვნივ კი, ,,ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟს.
,,გაგრძელე საქართველოს ისტორიის” პროექტს, რომელიც ემსახურება ქართველი ერისათვის, საკუთარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას პირველი არხი ბიუჯეტს უმცირებს, შესაძლოა ვეღარც კი ვიხილოთ ქართულ ტელესივრცეში, მაშინ, როდესაც რუსთავი 2–ის პროექტი ქართველ ხალხს რამდენიმე წელია გონებას უწამლავს.(რომლის ბიუჯეტი ალბათ, 10–ჯერ აღემატება ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ბიუჯეტს).
საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის გვერდს არანარი კავშირი არ აქვს პროექტ ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიის” ჯგუფთან!“

 

სწორედ ამ წერილს გამოეხმაურა მსახიობი.