33 წლის ნიუ-იორკის მაცხოვრებელმა დებრალი ლორენსანამ განაცხადა, რომ სამსახურიდან მისი სექსუალური გარეგნობი გამო გაათავისუფლეს.

 

 

როდესაც 2008 წელს მან ბანკში მუშაობა დაიწყო, მისი უფროსისგან უხამსი კომენტარები ესმოდა, თითქოს დებრალი სამსახურისთვის შეუსაბამოდ იცვამდა.

 

 

თუმცა ქალის თქმით, ის ბანკში არსებული დრეს-კოდის მიხედვით იცვამდა და ზედმეტის უფლებას თავს არ აძლევდა.

 

 

მაგრამ ბანკის მმართველობა ითხოვდა, რომ ლორენსანას სამსახურში მომდგარი კოსტიუმები და ქვედაბოლოები არ ჩაეცვა, „რადგანაც მამრობითი სქესის თანამშრომლებს აბნევდა“.

 

 

მას ასევე აუკრძალეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა. თუმცა სხვა თანამშრომლებისთვის ყველაფერი ნებადართული იყო. ბანკში განყოფილების შეცვლის შემდეგ იგივე განმეორდა და ქალი საბოლოოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს. და მაშინ მან სასამართლოში იჩივლა...

 

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა