ჟურნალისტი გვანცა დოლუაშვილი სოციალურ ქსელში მამაკაცის შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით, კაფეში გაიცნო:

 

"ბევრი წლის წინ, ერთ-ერთ კაფეში ერთი ბიჭი მომეწონა. ისეთი ლამაზი იყო, რომ თავხედობაც კი ვიკადრე და მთელი საღამო უტეხად ვუყურე.

 

გამიმართლა და მალევე გავიცანი. გეი ვარო, პირველივე შეხვედრისას მითხრა. აი, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, ანუ ის, რამაც ისეთად მაქცია, როგორიც ვარ.

 

იყო იმ ადამიანის მეგობარი, ვინც დღემუდამ ბრძოლობს გადარჩენისთვის, თავის დამკვიდრებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, მშვიდად ყოფნისთვის, თავისთავად გასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცე, რომ ადამიანი გერქვას.

 

ხოდა, მადლობა მას ამ ყოველდღიური სწავლებებისთვის - ეს ფასდაუდებელი ამაგია.
პ.ს. პოსტზე არ ვთაგავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის გარეშეც ამოიცნობს საკუთარ თავს", - წერს დოლუაშვილი.