ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე „იმედის დღეში“ იმყოფებოდა სტუმრად. მინისტრმა ისაუბრა, თუ როგორ ცხოვრობს სამსახურის შემდეგ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე ყოფილა თუ არა მომენტი, როცა სახლიდან დაურეკეს და მნიშვნელოვანი შეხვედრა გადადო, კახი კალაძემ უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევა არ ახსენდება.

 

"მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოში არ ვიმყოფებდი და ჩემი უფროსი ბიჭი ცარიელ ბასეინში, სადაც სამუშაოები ტარდებოდა, ჩავარდა. რასაც ჰქვია გადავრჩით. ღმერთმა შვილი მეორედ მაჩუქა. ფეხებით დაეცა, ორი თვე ჰქონდა წოლითი რეჟიმი".

 

წყარო