ექვსი წლის წინ, სანდრინ დევილარი, უძრავი ქონების აგენტი პარიზიდან, ერთ მდიდარ მამაკაცთან მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გასაფორმებლად გაემგზავრა. მილიონერი ცოტა უცნაური იყო: გამოქვაბულში განდეგილივით ცხოვრობდა.

 

 

 

 

მაშინ დაიწყო სიყვარულის ისტორია, რომლის შესახებ ფრანგულ მედიაში მრავლად წერდნენ. რაღაც პერიოდის შემედეგ მილონერმა მარსელ არფამ და სანდრინ დევილარმა იქორწინეს. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 25 წელი იყო. მაშინ ყველა თვლიდა, რომ ქალი მილიონერს ანგარებით გაყვა.

 

 

 

2012 წელს, მარსელი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. საჭესთან სანდრინის მეგობარი იყო. ქალს გათვლილი ჰქონდა, რომ ქმრის მილიონებს მიიღებდა, მაგრამ...

 

 

 

როგორც ჩანს, მარსელმაც არ დაიჯერა, რომ სანდრინი მას სიყვარულით გაყვა ცოლად. თავისი ფული ბიძაშვილს და მეზობლებს - უბრალოდ მუშებს დაუტოვა.

 

 

 

ქალი დღემდე სასამართლოებში ასაჩივრებს გარდაცვლილი მეუღლის ანდერძს, მაგრამ უშედეგოდ.

 

 

 

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა