– პაატა, როგორ მოხვდით ამ კონცერტზე წამყვანის ამპლუაში?

 

– მამა გურამმა დამირეკა. ის თანამშრომლობს ერთ-ერთ სდაქველმოქმედო ორგანიზაციასთან, ჩვენ ერთად რამდენიმე ღონისძიება გვქონია. მან მთხოვა ამ კონცერტის წაყვანა. მითხრა, რომ კარგად ვერგები ჟანრს, რასაც ქართული ფოლკლორი ჰქვია. დავაზუსტე, რაიმე ძალადობრივი ქმედება ხომ არ იქნებოდა ან მოწოდებები ხომ არ იქნებოდა სცენიდან და მივიღე რა უარყოფითი პასუხი, დავთანხმდი. სამ საათიანი ღონისძიება იყო. ჩამობრძანებული იყო 7 ეპარქიის მრევლი და მათთან ერთად ფოლკლორული ანსამბლები. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი კონცერტი, სადაც ადამიანებმა გამოხატეს თავისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და ოჯახისადმი.

 

– მხოლოდ საეკლესიო პირები ესწრებოდნენ კონცერტს?

 

– კი. პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები არ მინახავს… რაც მთავარია, მე იმ სცენაზე უჰონორაროდ, უსასყიდლოდ ვიდექი, როგორც წამყვანი და არა როგორც რუპორი, რაიმე კონკრეტული მოთხოვნით.

 

– თქვენ არ შეასრულეთ სიმღერა?

 

– არა, ისედაც ძალიან ბევრი შემსრულებელი იყო.

 

– შენს გამოჩენას ამ ღონისძიებაზე ჩოხით, ინტერნეტმომხმარებლის ქილიკი მოჰყვა, შენი ახალი, უკვე გაჰიტებული სიმღერის გამო…

 

– თქვენ არ გამოგეპარებოდათ, ერთი თვეა ამ სიმღერასთან დაკავშირებით რა ტალღაც აგორდა. ვიღაცეებმა მკაცრად შეხედეს ამ ყველაფერს, ვიღაცეებმა იუმორით, უამრავი შარჟი გაკეთდა, რამდენიმე მათგანი გავაზიარე კიდეც. ბევრმა სალანძღავი სიტყვებიც დახარჯა. ამაზე უარესი ტექსიც მომისმენია, მაგრამ არავის გაუმახვილებია ყურადღება…

 

 

წყარო