გია ჯაჯანიძის შოუ "სხვა რაკურსში" მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა პირველი სიყვარული გაიხსენა.

 

"პირველი სიყვარული ბაღში იყო, შემდეგ უკვე "გრეჩიხას" ძმიშვილი რატი გაჩეჩილაძე მიყვარდა სკოლაში. ქმრის სიყვარული ცოტა ხანს გაგრძელდა. ღმერთს ვეხვეწებოდი ღმერთო ეს სიყვარული დიდხანს გაგეძელდეს-თქო, მაგრამ მალე დავიშალეთ. ახლა არავინ არ მიყვარს", - ამბობს ნინი.

 

ტელეწამყვანის კითხვაზე - არის თუ არა ის ამ ეტაპზე პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე შეყვარებული მომღერლმა აღნიშნა, რომ არა. თავის მხრივ ნოემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

 

გადაცემის წამყვანმა გია ჯაჯანიძემ ნინის, იმ კაცების სიის გავრცელებას დაჰპირდა, რომელებიც მომღერალზე იყვნენ შეყვარებული.

 

"ვასკა მხეიძე, ბახვა ბრეგვაძე, საშკა იოსელიანი... დანარჩენს პირადად გადმოგცემ", - უთხრა გიამ ნინის.
მომღერალმა პირველი და ბოლო მამაკაცი დაადასტურა ბახვა ბრეგვაძესთან რომანი კი უარყო.

 

წყარო