აშშ-ს არმიის მაიორი მარტინ მანჰოფი, სსრკ-ში 50-იან წლებში იმყოფებოდა და ფირზე იღებდა ყველაფერს, რასაც კი ხედავდა. სსრკ-ში აშშ-ს სამხედრო ატაშეს დამხმარედ მსახურების ორი წლის მანძილზე, მან საბჭოთა მოქალაქეების ცხოვრების ამსახველი უამრავი ძვირფასი ფოტო და ვიდეო მასალა შეაგროვა.

 

 

1954 წელს მანჰოფი სსრკ-დან ჯაშუშობის ბრალდებით დეპორტირებული იყო, თუმცა მან საბჭოთა ცხოვრების ამსახველი საოცარი კადრების კოლექციის შენახვა მოახერხა, რომელმაც ჩვენ დრომდე მოაღწია. არავინ იცოდა ამ კოლექციის არსებობის შესახებ, სანამ მანჰოფი არ გარადაიცვალა.

 

 

მარტინის ნათესავმა ისტორიკოსს დუგლას სმიტს ნეგატივები და სლაიდები გადასცა, რომლებიც მალევე რადიო თავისუფალი ევროპის ეთერში გამოქვეყნდა. მოგვიანებით სურათები ვაშინგტონის უნივერსიტეტს გადაეცემა.

 

 

 

 

 

 

 

 

მოამზადა ელენე გურიელმა