ეს შემზარავი ამბავი ინდოეთის შტატ ჰარიანში მოხდა. 10 წლის გოგონა მამინაცვალმა გააუპატიურა, რის შემდეგაც ის დაორსულდა.

 

 

ინდოეთის კანონების თანახმად ორსულობის 20 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთება იკრძალება, თუმცა ამ შემთხვევაში ხელისუფლება დათმობაზე წავიდა.

 

 

 

 

ექსპერტიზის ჩატარებისა და ექიმების განცხადებების გადახედვის შემდეგ, სასამართლომ გოგოსთვის ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

სამწუხაროდ, ინდოეთში ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. მეურვეების, მშობლების თუ მასწავლებლების მხრიდან სექსუალურ ძალადობა ამ ქვეყანაში სხვებთან შედარებით ყველაზე ხშირად ხდება. ციფრები შოკისმომგვრელია:

 

 

 

- გაუპატიურებული ბავშვების 50 % -მა მოძალადის ვინაობა იცის;

 


- 2015 წელს (ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით) 10 ათასი ბავშვი იყო გაუპატიურებული;

 


- ყოველ 13 საათში ერთხელ 10 წლამდე ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება.









მოამზადა ელენე გურიელმა