ამერიკული ჯგუფების Soundgarden-ისა და Audioslave-ის სოლისტისა და კომპოზიტორის კრის კორნელის გარდაცვალების ახალი ვერსია გახდა ცნობილი - მუსიკოსმა სიცოცხლე სასტუმროს ნომერში თვითმკვლელობით დაასრულა, მან თავი ჩამოიხრჩო.

 

„საბოლოო დეტალები ცნობილი კვირის ბოლოს გახდება“, – აცხადებენ Wayne County Medical Examiner-ის ლაბორატორიაში.

 

უცნობია, რა გახდა სუიციდის მიზეზი. თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კრის კორნელს კონცერტი ჰქონდა. 2002 წელს, კორნელმა Audioslave-თან ერთად სამი ახალი ალბომი გამოუშვა, სოლო კარიერა კი 2009 წლიდან დაიწყო. 2016 წელს კორნელი Audioslave-ს წევრებს შეუერთდა და მათთან ერთად გააპროტესტა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.