მართლაც გასაოცარი და სასწაულებით სავსეა იაპონია, თუმცა ბევრისთვის ამომავალი მზის ქვეყნის თავისებურებები, უბრალოდ, გაუგებარი და მიუღებელია.
სხვა ყველაფერთან ერთად, დანარჩენი მსოფლიოსგან იაპონიას ძალიან უჩვეულო სექსუალური ტრადიციებიც გამოარჩევს. მაგალითად, ჰენტაი (იაპონური ანიმაციის ჟანრი, რომელიც ეროტიკულ და პორნოგრაფიულ სცენებს შეიცავს), ბუკაკე (ზედმეტად გარყვნილი ჯგუფური სექსის სახეობა), ფაქტობრივად, ხელოვნების დონემდეა აყვანილი. ან გნებავთ, უსაზღვროდ პოპულარული 'ენძე კოსაი~, რომელიც იაპონიაში საუკუნეების მანძილზე ნარჩუნდება და ნიშნავს ე.წ. 'დაფინანსებულ პაემანს~ უფროსი ასაკის მამაკაცსა და მცირე ასაკის გოგონას შორის. ასეთი 'პაემნების~ დროს გოგონები პირველ სექსუალურ გაკვეთილებს გადიან, ასევე, იღებენ ფულს, უამრავ საჩუქარს, დიზაინერულ სამოსსა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
კიდევ რა არის იაპონიაში პოპულარული სექსუალური ტრადიციების თვალსაზრისით ზემოჩამოთვლილისა და თევზ ფუგუს გარდა?
_ შიბარი, ანუ კინბაკუ _ ბონდაჟის (სექსუალური სიამოვნების მიღების მიზნით თოკების, ხელბორკილებისა და მსგავსი საშუალებების გამოყენება) უძველესი იაპონური ტრადიციაა, რომელიც იაპონურ ეროტიკასა და სექსის ხელოვნებაში ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს იკავებს. მისი საფუძველი მბრძანებლობა და მორჩილებაა, რაც ბევრი ადამიანისთვის სიამოვნების მიღების სავსებით მისაღები ფორმაა. ამასთანავე, იაპონური ბონდაჟის ხელოვნება ჰოჯოჯიცუდან მოდის – მტრების შებორკვის უძველესი საბრძოლო ტექნიკა, როცა სამურაი ტყვეს მჭიდროდ და საიმედოდ აბამდა ისე, რომ მას ტკივილი საერთოდ არ ეგრძნო და ამასთანავე, გაქცევის საშუალება მოსპობოდა. შემდგომში შიბარი ბევრად მკაცრი გახდა და მას დასჯის ერთ-ერთ მეთოდადაც იყენებდნენ _ მსხვერპლს ჯერ ბორკავდნენ, შემდეგ ან როზგავდნენ, ან ქვებით ქოლავდნენ, ან კიდევ, უბრალოდ, სიმაღლეზე კიდებდნენ...
_ იაპონურ სექსკულტურაში საყოველთაოდაა ცნობილი იობაი, ანუ 'ღამით შეპარული~. მისი არსი ასეთია: მძინარე ქალის ოთახში უცნობი მამაკაცი შედის, მსხვერპლს უკნიდან ეპარება და საკუთარ სურვილს უმხელს. თუკი ქალი მის წინადადებას იღებს, წყვილი მთელი ღამის მანძილზე სექსუალურ თამაშებს ეძლევა, თუმცა მაქსიმალურად თავშეკავებულად და ხმაურის გარეშე. გამთენიისას კი უცნობი მამაკაცი სახლს კვლავ უჩუმრად ტოვებს. ლოგიკის მიხედვით, მამაკაცი-იობაისტი ქალისა და მისი ოჯახის ნაცნობი უნდა ყოფილიყო და ხშირად, იობაი სწორედ ოჯახის შექმნისა და მომავალი ქორწინების ერთგვარი პრელუდია ხდებოდა. ამ ყველაფერს გოგონას მშობლები თითქოს ვერ ამჩნევდნენ. შემდეგ, როცა მშობლები ჩათვლიდნენ, რომ წყვილი 'საიდუმლო სასიყვარულო თამაშებით~ საკმარისად გაერთო, იობაისტს 'იჭერდნენ~ და საჯაროდ კიცხავდნენ. ისიც წითლდებოდა, იმორცხვებდა და ყველაფერზე თანხმდებოდა, რამდენიმე დღეში კი უკვე ქორწილი იმართებოდა.
იობაი ითვალისწინებდა იმასაც, რომ მოსავლის აღების დროს, როცა იაპონელი გლეხი მუშახელს ქირაობდა, მზად უნდა ყოფილიყო, რომ რომელიმე მუშას შეიძლებოდა მისი ქალიშვილი მოსწონებოდა და გოგონა იობაის ობიექტად გაეხადა. ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცები იობაის და ღამის თავგადასავლების ხათრით, სოფლიდან ბევრი კილომეტრის მოშორებით მიდიოდნენ და სრულიად უცხო ადამიანის სახლში იპარებოდნენ. სამწუხაროდ, ზოგს არ უმართლებდა და საშინლად შეუხედავი ქალი შერჩებოდა ხოლმე ხელში, თუმცა უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და მსხვერპლთან სარეცელი აუცილებლად უნდა გაეზიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მისთვის ქურდობაში დაედოთ ბრალი და უმკაცრესად დაესაჯათ.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ იობაის შემთხვევაში, ქალის თანხმობას იაპონიის ზოგიერთ რეგიონში დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და სექსუალური კავშირის დამყარება თუნდაც მისი ნებართვის გარეშე, გაუპატიურებად არ ითვლებოდა. მთავარი იყო მხოლოდ გარკვეული წესების დაცვა: სახლში იობაისტი შიშველი უნდა შესულიყო; სახლის პატრონს უფლება არ ჰქონდა, შიშველ მამაკაცს თავს დასხმოდა, რადგან ის მასპინძელს არა გასაქურდად, არამედ სიამოვნების მიღებისთვის სტუმრობდა; იობაისტს სრული სიჩუმე უნდა დაეცვა...
_ ნიოტაიმორი _ ეს, ალბათ, იაპონიის შედარებით ყველაზე მსუბუქი ეროტიკული ჩვეულებაა, რომელიც შიშველი ქალის სხეულიდან სუშის ჭამას ითვალისწინებს. ამ დროს ქალის ეროგენული ზონები ან გარნირით ან ლოტოსის ფოთლითაა დაფარული. ნიოტაიმორის პორნოგრაფიასთან არავითარი კავშირი არ აქვს და როგორც ამბობენ, ის მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიკას უკავშირდება.
გარდა იმისა, რომ სანახაობაა სასიამოვნო, მიიჩნევა, რომ მაგიდად გამოყენებული ქალი კერძებს სხეულის ტემპერატურის დონემდე ათბობს, რაც თითქოსდა, ორგანიზმს საკვების უკეთ მონელების საშუალებას აძლევს.
სხვათა შორის, ბევრს სულაც არ მოსწონს თბილი და ოფლისგან ცოტათი დანამული სუში, თუმცა ჩვენ ხომ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ და არა საკვებზე?
როგორც ამბობენ, ნიოტაიმორის პროფესია უსაზღვროდ რთულია და ფოლადის ნერვების ქონას მოითხოვს. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, საათობით იწვე ერთ ადგილზე, თანაც, გაუნძრევლად და ელოდე, როდის მორჩებიან კლიენტები ჭამას... ცნობილია ისიც, რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ 'მაგიდა-გოგონები~, რომლებიც ქალიშვილები არიან. მიზეზი ის გახლავთ, რომ თითქოსდა ქალიშვილების სხეულს ბევრად სასიამოვნო სუნი აქვს და საკვებსაც გემოს არ უცვლის.
უნდა ითქვას, რომ ნიოტაიმორი კლიენტებისგან მკაცრი წესების დაცვას მოითხოვს – მათ აკრძალული აქვთ 'მაგიდასთან~ საუბარი, გაღიზიანება და შეურაცხყოფის მიყენება. სამაგიეროდ, უფლება აქვთ გოგონას სხეულიდან საკვები ტუჩებით აიღონ.
საკვებზე საუბარი ვაკამეს საკეთი დავამთავროთ: თბილი საკე გოგონას იმ 'ჭურჭლიდან~ ისმება, რომელიც გოგონას მიერ ბარძაყების ერთმანეთზე მიბჯენით ჩნდება. ვაკამე – ზღვის ხავსია, რომელიც ამ შემთხვევაში უკაცრავად და ბოქვენის თმებს ნიშნავს, რომელიც სასმელში დაცურავს. ერთი კია, ვაკამეს საკე იმდენად პოპულარული არ არის, როგორც ნიოტაიმორი.
_ საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში ნო-პან კისა, ანუ კაფე 'ტრუსების გარეშე~, სადაც ოფიციანტ გოგონებს ძალიან მოკლე კაბები აცვიათ, მის შიგნით კი – არაფერი. კლიენტები მზად არიან, საკვებსა და სასმელში ორჯერ მეტი გადაიხადონ, ოღონდ იმაზე მეტის დანახვა შეძლონ, ვიდრე შეიძლება. თანხის დამატებით გადახდის შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია, ოფიციანტს კარადის ზედა თაროდან ან იატაკიდან რამის მიწოდება სთხოვოს, რაც საშუალებას აძლევს, ქალის სიშიშვლე უკეთ დაინახოს. ასეთ დაწესებულებებს, როგორც წესი, გარედან დაბურული მინები იცავს, რათა გამვლელებმა რამის დანახვის იმედად კისერი არ მოიტეხონ.
სხვათა შორის, ოფიციანტად მუშაობის მსურველთა რაოდენობა უზარმაზარია, რადგან, პირველ რიგში, ხელფასია მაღალი, მეორე – კლიენტები 'ჩაევიეს~ არასოდეს იშურებენ და მესამე – ასეთ დაწესებულებებში ხელშეუხებლობის პოლიტიკას უმკაცრესად იცავენ. პირველი ასეთი კაფე კიოტოში 1978 წელს გაიხსნა, შემდეგ კი როგორც ხდება ხოლმე, მათი რაოდენობა სოკოებივით მომრავლდა. ბოლო პერიოდში კაფეებს 'საჯარო ადგილებში სიშიშვლის გამო~ პოლიცია აღარ სწყალობს, თუმცა მფლობელებმა ჭკუას მიმართეს: ფართოდ იყენებენ სარკის იატაკს, სადაც მონტაჟდება კამერები და ოფიციანტების სიარულის ტრანსლირება პირდაპირ კლიენტების მაგიდებზე განთავსებულ ეკრანებზე ხდება. ამასთანავე, ოფიციანტებს ტრუსების ჩაცმა უწევთ, თუმცა თეთრეული აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
_ იმეკურა – ჩვეულებრივი ბორდელებისგან ან ე.წ. 'სასიყვარულო სასტუმროებისგან~ იმეკურა იმით განსხვავდება, რომ იქ მამაკაცების ყველაზე უცნაურ ფანტაზიებს ესხმება ფრთები. მაგალითად, ოთახები მოწყობილია საკლასო ოთახის, მეტროს ვაგონის ან გნებავთ, ოფისის ან ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი ადგილის სტილში.
_ დაჩ ვაიფუ – როგორც ცნობილია, იაპონია ტექნოლოგიური წინსვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა. ჰოდა, ალბათ, ამიტომაც აღარ არის გასაკვირი, რომ სექსთოჯინებად იქ არა პირდაფჩენილ გასაბერ ქალებს, არამედ ლატექსისგან დამზადებულ რობოტებს იყენებენ, რომლის ზედაპირის სტრუქტურა ძალიან ჰგავს ადამიანის კანს. რატომ ჰქვია რობოტს დაჩ ვაიფუ? იმიტომ, რომ ასე მოიხსენიებდნენ ძველი დროიდან მეზღვაურები ბამბუკის ბალიშს, რომელიც მათ საშინელ სიცხეშიც კი ძილის დროს გაოფლიანების საშუალებას არ აძლევდა.
იაპონურ სექსთოჯინებს სამუდამო გარანტია აქვთ, ხოლო მინიმალური ფასი 6 ათასი აშშ დოლარია. იმ შემთხვევაში, თუკი მამაკაცს დაჩ ვაიფუ მობეზრდება, სექსთოჯინას მწარმოებელს უბრუნებს და მას... მარხავენ. დიახ, დაკრძალვის ჩვეულებრივი ცერემონია იმართება და ქსელში ხელმეორედ აღარ ბრუნდება.