მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგონა
ელისანი-და-კრუზ-სილვა 17 წლისაა, მისი სიმაღლე 2, 03-მეტრია, ცხოვრობს ქალაქ სალინოპოლისში- ბრაზილია.მისი ბოიფრენდი ფრანსილანდო-და-სილვა 22 წლისაა, მისი სიმაღლე 1, 63 მეტრია.ელისანი განიცდის გიგანტიზმის თავისებურ ფორმას, რომელიც ჰიპოფიზზე(თავის ტვინის ქვედა დანამატი )განვითარებული სიმსივნის შედეგად განუვითარდა.ექიმებმა სიმსივნე ამოაჭრეს, თუმცა ავადმყოფობამ მის სიმაღლეზე იმოქმედა.ელისანს სურს, რომ მოდელი გახდეს.თავის მეგობარ ბოიფრენდზე იგი ამბობს:"მე მისმა პიროვნებამ მომხიბლა, მისმა ურთიერთობამ ხალხთან, მისმა ჩემდამი მოპყრობამ, მხოლოდ ის მაწუხებს, რომ როცა ხელჩაკიდებულები მივდივართ, ხშირად ხალხი ფიქრობს, რომ ის ჩემი უმცროსი ძმაა ან შვილი."ფრანსილანდო მშენებლობაზე მუშაობს.-მეგობრები ხშირად მეკითხებიან:"როგორ ეხვევი ამ სიმაღლე ქალს", მაგრამ მე ვპასუხობ, რომ სიყვარულს წინაღობა არა აქვს.ელისანი დედასთან დასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს ერთ პატარა სახლში.