გებჟალია მეგრულ სამზარეულოს მიკუთვნებულ კერძებს შორის პოპულარობით თვით ელარჯსაც კი არ ჩამოუვარდება...

ინგერდეინტები:

უმარილო ნასვრეტებიანი ჭყინტი ყველი 1–დან 1, 5 კგ.მდე წონით.

პიტნა – 1 კონა

ნიორი – გემოვნებით

მწვანე წიწაკა – გემოვნებით

სოუსის სახით _ არაჟანი, მაწონი ან ნადუღი...

მომზადების წესი:

ნასვრეტებიანი უმარილო ჭყინტი ყველი დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად, წინასწარ ცეცხლზე დავდგათ წყალი განიერპირიანი ქვაბით და გავაცხელოთ, (იმ კონსისტენციამდე მიიყვანეთ, რომ ყველის გადაზელის დროს ხელი არ დაგეწვათ!). გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან და ცხელ წყალში (მე ანადუღარ ცხელ წყალს ვანიჭებ უპირატესობას) ჩააწყვეთ ყველის ნაჭრები, წყალი ოდნავ უნდა ფარავდეს ყველის მასას, დააცადეთ დაახლოებით 4–5 წთ. და შემდეგ ხის კოვზით შეამოწმეთ იწელება თუ არა ყველი, როცა დარწმუნდებით, რომ ყველი დარბილდა, იწელება და მისითვის სასურველი ფორმის მიცემას შეძლებთ, გადმოიღეთ თქვენთვის მოსახერხებელ სინზე, გააბრტყელეთ 1 სმ.სისქეზე და სანამ გაგრილდება ზედაპირზე უნდა წავუსვათ პიტნით, ნივრით, მარილით და წიწაკით მომზადებული სუნელი. შიგთავსის წასმის შემდგომ სურვილისამებრ, შეგიძლიათ რულეტის ფორმით დაახვიოთ, ან ხაჭაპურივით მოუკრათ თავი და დაჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.

როცა ყველის გულსართიანი მასა მზად იქნება, ის უნდა მოთავდეს სოსუსში, რომელიც შემდგენაირად მზადდება:

თქვენი შეხედულებისამებრ არაჟანი, მაწონი ან ნადუღი უნდა გააზავოთ იმ წყლით (წყალი თბილი არ უნდა იყოს, თორემ ამჟავდება) რომელშიც ყველი გადაზილეთ, რადგან ის ინარჩუნებს გადაზელის დროს მიღებულ გემოსა და შემცველობას. გაზავებული სოსუსის მასა უნდა იყოს ბლანტი, შემდგომ დაამატეთ იგივე სუნელი რაც ყველის გულსართად გამოვიყენეთ.

მზა სოუსში მოათავსეთ გულსართიანი ყველის ნაჭრები, ისე რომ სოუსი ყველს ოდნავ ფარავდეს... დააყოვნეთ სოუსში მინიმუმ 1 საათი ( სასურველია მოათავსოთ მაცივრის ქვედა თაროზე ან გრილადგილას )

მიირთმევენ ცივად, ცხელ ღომთან ერთად...