ნუკა გვალია პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილე და მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ის 20 წლისაა და უკვე ერთი წელია დაოჯახებულია. მისი რჩეული 21 წლის ნიკუშა კობახიძეა. წყვილს 7 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს. მაშინ, როდესაც ეკა სხვა ბავშვებს სიმღერაში ამეცადინებდა, ნუკა მეორე ოთახში იდგა და ყველაფერს იმეორებდა. ეკა ძალას არ ატანდა ქალიშვილს, რადგან სურდა გოგონას საკუთარი მომავალი თავად აერჩია. ნუკა შემოქმედებითი ადამიანია, იმის გარდა, რომ შესანიშნავად მღერის მელოდიებსაც წერს და ხატავს. დედა-შვილი კარგი მეგობრებიც არიან და ხშირად ერთადაც ერთობიან. ქალბატონი ეკა მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი იმსახურებს იყოს წარმატებული მომღერალი. ნუკა ფართო საზოგადოების წინაშე არასდროს ჩნდებოდა, უნდოდა ჯერ დახვეწილიყო და განვითარებულიყო."ძალიან თვითკრიტიკული ვარ. როცა ვიცი, რომ მეტი შემიძლია, მეტს მოვითხოვ ჩემი თავისგან"-ამტკიცებს ნუკა. გასულ წელს გოგონამ ბათუმში გამართულ "Golden Talent 2011"-შიც მიიღო მონაწილეობა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ "Golden Talent 2011"-შიც წარმატებული იყო ნუკას გამოსვლა. "საქართველოს ვარსკვლავის" პირველ კონცერტზე გოგონამ შესანიშნავად იმღერა, ჟიურის სამივე წევრი ფეხზე წამოაყენა... ვინ იცის, იქნებ სწორედ ნუკაა მომავალი საქართველოს ვარსკვლავი... ვუსურვოთ მას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...