სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა 2012 წელს კომპანიისაგან მიიღო $1,9 მლნ. კომპენსაციისა და ხელფასის სახით. ამის შესახებ ინფორმაცია დევს ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ვებგვერდზე.

ერთი წლის წინ მან გამოიმუშავა $1,7 მილიონი. Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი სულაც არ არის სოციალური ქსელის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი. მაგალითად, Facebook-ის მთავარმა საოპერაციო დირექტორმა შერილ სენდბერგმა 2012 წელს გამოიმუშავა $26,2 მილიონი.