შეგიძლიათ, ცალკე მოამზადოთ მაიონეზის სოუსი სუნელებით და მიირთვათ მასთან ერთად. ასე მომზადებული კარტოფილი საუკეთესო გარნირია.

საჭირო მასალა (1 ულუფისთვის):

5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი

50 გრ სამარხვო ცხიმი (უმჯობესია კარაქი)

1 ს/კ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი

1/2 ჩ/კ დაფქული მწარე წიწაკა ჩილი

1/2 ჩ/კ გამხმარი თავშავა (ორეგანო)

ცოტაოდენი ძირა და მარილი, გემოვნებით

მომზადების წესი: კარტოფილი დაჭერით მსხვილად (სასურველია, გაჭრათ ოთხად), ჩაყარეთ გამდნარ კარაქში ისე, რომ კარტოფილის თითოეულ ნაჭერზე თანაბრად გადანაწილდეს ცხიმი. ჩილი, ორეგანო, ძირა, ხახვი და მარილი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ კი -კარტოფილში. შედგით ღუმელში და გააჩერეთ მანამ, სანამ კარტოფილი მზად არ იქნება. გამოღების შემდეგ ცოტახანი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში.

შეგიძლიათ ცალკე გააკეთოთ მაიონეზის სოუსი სუნელებით და მიირთვათ მასთან ერთად. ასე მომზადებული კარტოფილი საუკეთესო გარნირია.