ანსკის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში ტყუპი ბიჭების ნაცვლად სამი ბავშვი გაჩნდა.უცნაურია, მაგრამ ეხოზე არც ერთხელ არ გამოჩენილა გოგონა, რომელიც მხოლოდ მშობიარობის მერე ნახეს პირველად.

მამას რომ ეს ამბავი შეატყობინეს, თავიდან არც კი იჯერებდა, იმდენად არ ელოდებოდა მსგავს სიახლეს.თუმცა ბავშვები საკმაოდ ნორმალური ზომის გაჩნდნენ, თითო 2 კგ და 700 გრამი იყო.პატარებს ალექსეი, ივანი და მარინა დაარქვეს.დედას თავიდან სამივე შვილი ერთნაირი მოეჩვენა და გაუჭირდა მათი სახელებით გარჩევა, თუმცა თანდათან გაარჩია და მიხვდა, რომ სრულიად განსხვავებულები არიან შვილები ერთმანეთისაგან.

ახალგაზრდა მშობლები მასწავლებლებად მუშაობენ და საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი აქვთ.სახლში კი მომხმარე არავინაა, გარდა მოხუცი ბებიასი, რომლიც საწოლიდან ვერ დგება.ასე რომ მოულოდნელი სიხარული მათთვის გარკვეულ პრობლემებსაც წარმოქმნის.ალბათ პატარებისთვის ძიძების დაქირავება მოუწევთ...