"დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, ამიტომ მისი ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა. ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ დედაჩემი მოსასალმებლად მომიახლოვდა. მეგობრებთან ეს როგორ გამიბედა? ძალიან მომერიდა, დედაჩემს სიძულვილით შევხედე და იქედან გავიქეცი. მეორე დღეს, კლასში ერთი მეგობარი მეუბნება „ააა მართლა, დედაშენს ცალი თვალი არა აქვს?“.
ეს რომ გავიგონე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყავი, ან კიდევ დედაჩემი გამქრალიყო.
იმ დღეს დედაჩემი რომ ვნახე, ვუთხარი რომ “მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ რომ მოკვდე, უკეთესი იქნება“.
დედაჩემს ხმა არ ამოუღია, რაც რომ ვუთხარი, მაგაზე არც კი შევწუხებულვარ, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დედაჩემის გრძნობები მე არ მანაღვლებდა. სახლში დანახვაც კი არ მინდოდა.
სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე და სასწავლებლად სინგაპურში წავედი. შემდეგ სახლი შევიძინე, ცოლი მოვიყვანე, ბავშვები გვეყოლა. ერთი სიტყვით, ცხოვრებისგან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი.
ერთხელ, დედაჩემი სინგაპურში ჩამოვიდა ჩემს სანახავად, რამოდენიმე წელი არ ვუნახივარ, შვილიშვილებსაც კი არ იცნობდა. კარებთან რომ მოვიდა და ბავშვებმა დაინახეს, დასცინეს. მე კი, დედაჩემს “ჩემთან როგორ გაბედე მოსვლა და ბავშვებს რა უფლებით მიშინებ, ახლავე წადი აქედან"-მეთქი, დავუყვირე. დედაჩემმა კი ხმადაბალი ხმით “ბოდიში, არასწორ მისამართზე მოვედი, ალბათ!“, თქვა და თვალიდან გაქრა.
სკოლიდან გამოსაშვები საღამოს რამოდენიმე წლისთავზე დამპატიჟეს. ცოლს “სამუშაო საქმესთან დაკავშირებით" დავეთხოვე და გამოშვების საღამოზე წავედი.
დედაჩემი არც კი მომნატრებია, უბრალოდ გამოშვების საღამოს დამთავრების შემდეგ ძველი სახლის სანახავად შინ გავიარე. მეზობლებმა დედაჩემის გარდაცვალება მითხრეს და დედაჩემის დატოვებული წერილი გადმომცეს.
“საყვარელო შვილო, ყოველთვის შენზე ვფიქრობ, სინგაპურში რომ ჩამოვედი და ბავშვები შეგიშინე, ძალიან ვწუხვარ. რომ გავიგე, გამოშვების წლისთავზე უნდა ჩამოსულიყავი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ შენს სანახავად ლოგინიდან წამოდგომას ვერ შევძლებ-მეთქი, მეშინია, შენი აღზრდისას ყოველთვის რომ გრცხვენოდა ჩემი არსებობის, მაგაზეც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა რომ ერთი რამ იცოდე: შენ ბავშვობაში უბედური შემთხვევით ცალი თვალი დაკარგე, მე როგორც დედაშენი უთვალოს აღზრდას ვერ ავიტანდი, ამიტომ შენ ჩემი თვალი მოგეცი. ჩემი თვალით რომ უყურებ სამყაროს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ". დედაშენი.