* დედამიწაზე 375 ათასი სახეობის მცენარე ხარობს. მათ შორის ყვავილოვანი 250 ათასია.
* ერთი ხე წელიწადში იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც გამოყოფს ავტომობილი რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლისას.
* ერთი ხე წელიწადში გამოყოფს 120 კილოგრამ ჟანგბადს, რაც საკმარისია წლის განმავლობაში სამი ადამიანის ნორმალური სუნთქვისთვის.
* მცენარე ცერატონია იძლევა თესლს, რომლის ყველა მარცვალი ერთნაირია და ზუსტად 0,2 გრამს იწონის. იუველირები მათ საწონებად იყენებდნენ. წონის სწორედ ამ ერთეულს ჰქვია კარატი.
* დიდ ქალაქში ხე საშუალოდU8 წელიწადს ცოცხლობს.
* ხეები საკვების 10%-ს ნიადაგიდან იღებენ, დანარჩენს კი ატმოსფეროდან.
* საშუალო ზომის ხისგან შესაძლებელია 170 ათასი ფანქრის დამზადება.
* მეხი ყველაზე ხშირად ეცემა მუხას, ფიჭვსა და ნაძვს, თითქმის არასოდეს - თხილს და ალვის ხეს.

მტაცებელი მცენარეები
ყველაზე მტაცებელი მცენარეები აზიის ტროპიკულ ტყეებში ხარობენ. მათ ფოთლებზე დაგებულ ხაფანგში ხშირად ებმებიან ფრინველები, ბაყაყები, თაგვები, რომელთაც მცენარე სპეციალური ფერმენტებით ინელებს.
არანაკლებ საშიში მცენარეა ახალზელანდიური ჭინჭრის ხე. მას ძაღლისა და ცხენის მოკვლაც კი შეუძლია. შეხებისას მცენარე მსხვერპლის კანქვეშ ძლიერმოქმედი შხამების მთელ თაიგულს, მათ შორის - ჰისტამინსა და ჭიანჭველამჟავას უშვებს.

ყველაზე, ყველაზე...
მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ხე L’Arbre du Tenere-ია. მის გარშემო 200 კილომეტრის რადიუსზე არც ერთი სხვა ხე არ იდგა. ცოტა ხნის წინ იგი ავტომობილის დაჯახების შედეგად გადატყდა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი წყლის მცენარე ამაზონიური ვიქტორიაა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ხარობს. მისი ფოთოლი 2 მ დიამეტრისაა და 50 კგ-იანი ტვირთის შეკავება შეუძლია.
ყველაზე სწრაფად მზარდი მცენარე ბამბუკია. სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში იგი დღე-ღამეში 75-90 სმ-ით იყრის ტანს.
ყველაზე მყრალი მცენარე ამორფოფალუსია, მას დამპალი თევზის სუნი აქვს. კუნძული სუმატრა, სადაც იგი ხარობს, სწორედ ამ სუნითაა გაჟღენთილი.
მსოფლიოში ყველაზე მაღალი მცენარე მარადმწვანე სეკვოიაა, რომელიც კალიფორნიაში ხარობს და რომლის სიმაღლე 111 მეტრია.
ყველაზე მასიურ ხეს შეეძლო მოეცა 3 ათასი კუბური მეტრი ფიცარი და იწონიდა 3600 ტონას. იგი 1905 წელს შტორმის შედეგად დაზიანდა.
ფესვები ყველაზე ფართოდ აქვს გადგმული ბენგალიურ ფიკუსს - 500 მეტრამდე.
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მცენარე შვედეთში ხარობს. მას 9000 წელი შეუსრულდა.
ყველაზე სქელი ხე სიცილიური წაბლია. იგი 4000 წლისაა და მისი გარშემოწერილობა 64 მეტრს აღწევს.
ყველაზე დიდი ფოთლები აქვს პალმა რაფიას - მათი სიგრძე 20 მეტრია.
სამყაროს უძველესი მცენარეები წყალმცენარეებია. ისინი უკვე მილიარდი წელია არსებობენ.

მსოფლიოში
ავსტრალიაში ბაობაბის უმსხვილეს ღეროებს ციხისთვის ან ავტობუსების გაჩერებისთვის იყენებდნენ. ისინი 30 ადამიანს იტევდა.
ბრაზილიაში ხარობს მცენარე "რძიანი დვრილი" - საკმარისია, დანა უჩხვლიტოთ, რომ იქიდან მცენარეული რძე იწყებს დენას. ერთ ჯერზე მას 4 ლ რძის მოცემა შეუძლია, რომელიც იმდენად სქელია, რომ წყალში უნდა გაზავდეს და ისე წამოდუღდეს.@
ინდოეთში ხარობს მცენარე, სახელად კეპელი, რომელიც ისეთ სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, საკმარისია, მიუახლოვდეთ, რომ თქვენი სხეულიდანაც იის სურნელება დაიფრქვევა.
ახალ ზელანდიაში ხარობს კომბოსტოს ხე, რომელიც კომბოსტოს მსგავს ნაყოფს ისხამს.
ახალ გვინეაში ხარობს მცენარე, რომელსაც იმდენად მაგარი და ბასრი ფოთლები აქვს, რომ იქაური მამაკაცები მას წვერის მოსაპარსად იყენებენ.
სამხრეთ აფრიკაში ხარობს ველური ხე, რომელსაც ფესვები 120 მ სიღრმეზე აქვს გადგმული, რაც 30-სართულიანი სახლის სიმაღლეა.
პოლინეზიაში ხარობს ხე, რომელსაც ისპანახის ფოთლები აქვს.
აზიაში ხარობს მცენარე "სიცილის ყვავილი". მის მუხუდოს მარცვლის მსგავს თესლს შეუძლია ადამიანში ნახევარსაათიანი უნებლიე, უმიზეზო სიცილი გამოიწვიოს, რის შემდეგაც ადამიანი ღრმად და მშვიდად იძინებს. სტომატოლოგები ამ თესლს იმ პაციენტების საანესთეზიოდ იყენებენ, რომლებსაც ნოვოკაინსა და მისი ჯგუფის სხვა პრეპარატებზე ალერგია აქვთ.