დამთავრდა თურქული სერიალის ჩვენება "სიყვარული და სასჯელი", რომელმაც მთელ საქართველოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, წარმატებით ფრთაშესხმულმა ტელეკომპანია "მაესტრომ" ერთბაშად კიდევ 2 თურქული სერიალი გაუშვა ეთერში, "შტორმი" შუადღის ეთერში და საღამოს "ათას ერთი ღამე".ერთუჯრედიან მექსიკურ-ბრაზილიურ სერიალების ფონზე ქართველი მაყურებლისათვის თურქული სერიალები ახალ ამერიკასავით აღმოჩენა გახდა(თუ არ ჩავთვლით მინი-სერიალს "ნარჩიტა-ჩიტი მგალობელი"რომელიც 80-იანი წლების მეორე ნახევარში ცენტრალური ტელევიზიით იქნა ნაჩვენები და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მთელს საბჭოთა კავშირში.), თუმცა ევროპაში და აზიაში უკვე კარგა ხანია იცნობენ თურქულ სერიალებს, ბოლო წლების ყველაზე პოპულარულ სერიალად კი ითვლება "ასი", სერიალის გადაღება 2007-2008 წლებში მიმდინარეობდა, მოქმედება მიმდინარეობს სოფლის ფერმაში და მთავარი სიუჟეტი ვითარდება ასი კოზიოღლუს(მსახიობი ტუბა ბუჯუკუსტუნი) და დემირ დოგანის(ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მურატ ილდირიმი) გარშემო.სერიალი მსოფლიოს 73(!) ქვეყანაში იქნა ნაჩვენები და ნომინირებული იყო მონტე-კარლოს 51 სატელევიზიო ფესტივალზე როგორც წლის საუკეთესო სერიალი.