ამერიკელ ქალს, რომელმაც ქმარს სასქესო ორგანო მოაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. კალიფორნიაში მცხოვრებმა, 50 წლის კეტრინ ქიუმ, 2011 წელს ქმარს, რომელთანაც იმ დროს უკვე განქორწინების პროცესში იყო, საჭმელში ძილის წამალი ჩაუყარა, საწოლზე დააბა და დანით პენისი მოაჭრა. მოჭრილი სასქესო ორგანო ქალმა სამზარეულოს ნაგვის გადამამუშავებელ ურნაში "დააბინავა".

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს არ ნანობს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ამას იმსახურებდა, მას შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ ამნისტია შეეხოს. კეტრინ ქიუს ადვოკატებმა უკვე შეიტანეს განაცხადი სასამართლოში, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქალს ბავშვობაში სექსუალური ძალადობის და შემდეგ მისი ქმრის მიერ მუდმივი დამცირების გამო, მენტალური პრობლემები ჰქონდა.

თუმცა, სასამართლო სავარაუდოდ ასევე გაითვალისწინებს ცოლის მსხვერპლი მამაკაცის ინტერესებს, რომლის თქმითაც მას სამუდამოდ დაეკარგა რწმენა საკუთარი თავისა და ადამიანების მიმართ.