მწვანე ჩაი და მისი უპირატესობები მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებებზე ბევრს წერენ და საუბრობენ, შესაბამისად ყველას აინტერესებს რამდენად სასარგებლოა და შეიძლება თუ არა მისი მიღება ყველასათვის. მწვანე ჩაი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, ამასთან, თანამედროვე მეცნიერებიც ადასტურებენ მის სამკრნალო თვისებებს. მწვანე ჩაი მდიდარია ქიმიური და ორგანული ნაერთებით, ვიტამინებით. სიახლეში გაეცნობით 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიიღოთ მწვანე ჩაი. ☯ წვავს ცხიმს და საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ვარჯიში. იგი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. ☯ ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ☯ ამცირებს სტრესს და აძლიერებს ტვინის აქტივობას, ვინაიდან ის შეიცავს საკმაოდ დიდი ოდენობით კოფეინს. ☯ მწვანე ჩაი დაბლა წევს არტერიულ წნევას. ☯ იცავს ფილტვებს, ასუფთავებს მას. ( ამ მხრივ მისი მიღება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველთათვის) ☯ ხელს უშლის კბილებზე კარიესის წარმოქმნას. ☯ ამაგრებს თმას და ხელს უწყობს მის ზრდას. ☯ აძლიერებს იმუნურ სისტემას. ☯ წყალზე უკეთ აღადგენს სითხის ბალანსს ორგანიზმში.