ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი 200 გ
კარაქი 170 გ
შაქარი 250 გ
კვერცხი 3
ფქვილი 125 გ
გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ
მარილი
ნიგოზი 1/2 ჭ

170 გ შოკოლადი და კარაქი დავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. დავამატოთ შაქარი, შემდეგ კვერცხი, თან ვურიოთ.

ბოლოს დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დავჭრათ დარჩენილი შოკოლადი და ნიგოზი, ჩავამატოთ ცომში და გადავურიოთ.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. ნამცხვარი ძალიან არ უნდა გამოცხვეს.