ეს დიეტა მუცლის დაპატარავებაში და კანის გამკვრივებაში დაგეხმარებათ. დიეტის მიზანია ცხიმების დაწვა წელის მიდამოებში.
აუცილებელი პირობები ;
ამოიღეთ მენიუდან შემდეგი პროდუქტები - მარილი, ალკოჰოლი, მაქსიმალურად შეამცირეთ თეთრი პური და ტკბილეული,
იკვებეთ ცოტ-ცოტა და ხშირად. იდეალურია დღის მანძილზე 3 საათში ერთხელ ჭამა.

დღის რაციონში ჩართეთ ციტრუსები.
შეეცადეთ ყავა შეცვალოთ მწვანე ჩაით და დღის მანძილზე მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი დალიოთ.
მაგალითი მუცლის დიეტისათვის:
საუზმე: თოხლოდ მოხარშული კვერცხი
მეორე საუზმე: ერთი ვაშლი და ერთი ფორთოხალი.
სადილი: 250 გრ მოხარშული კანგაცლილი ქათმის ხორცი ან მოხარშული თევზი, და ბოსტნეულის სალათი.
მეორე სადილი: ერთი ფიალა ბოსტნეულის სუფი.
ვახშამი: 200-250 გრ ორთქლზე მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ფორთოხალი.
ამ დიეტას თუ მუცლის პრესსაც შეაშველებთ, სწრაფი შედეგი გარანტირებული გაქვთ.