რა კავშირის აქვს პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს რუსეთთან. ამ თემაზე სტატიას რუსული გამოცემა იზვესტია აქვყენებს. "მეოცნებე კანდიდატი ინგლისურთან ერთად, თავისუფლად საუბრობს რუსულადაც. ცნობილია, რომ ერთი წლის განმავლობაში ის სწავლობდა სირიაში რუსეთის საელჩოსთან არსებულ რუსულ სკოლაში" წერს იზვესტია. გამოცემის ინფორმაციით, მარგველაშვილის მამა სირიაში ინჟინრად მუშაობდა.

"იზვესტიას" ჟურნალისტი პრეზიდენტობის კანდიდატის 20 წლის ქალიშვილზეც წერს, რომლიც გამოცემის ინფორმაციით მოსკოვში იღებს უმაღლეს განათლებას მენეჯმენტის მიმართულებით.

სტატიის ერთი ნაწილი გიორგი მარგველაშვილის პირად ცხოვრებასაც ეხება, "იზვესტიას" ინფორმაციით გიორგი მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან 20 წლის ქალიშვილი ჰყავს.

"მარგველაშვილის მეგობარი ქალბატონი (ოფიციალურად მათი ურთიერთობა დარეგისტრირებული არ არის) მაკა ჩიჩუა მხატვარი ვიზაჟისტია, თუმცა ის უარს ამბობს კომენტარებზე, თუმცა შეგვიძლია გითხრათ რომ არის ძალიან ლამაზი და ჭკვიანი" წერს იზვესტია. გაზეთის ჟურნალისტის ინფორმაცით ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის ჰობი ქსოვა და სარემონტო სამუშაოებია, მაგალითად მას თავად შეუძლია გააკრას კერამიკული ფილები კედელზე.

პირველი ნაბიჯები მარგველაშვილმა პოლიტიკაში 2000 წელს გადადგა, მაშინ მისი ნათლიმამა ზურაბ ჟვანია იყო. ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის გუნდში მარგველაშვილი გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, მიიჩნევს 'იზვესტიას" ჟურნალისტი.

- See more at: http://pirveliradio.ge/index.php?newsid=6563#sthash.3wY1t2mX.dpuf