საქართველოში „ცე“ ჰეპატიტის ეპიდემიაა. როგორც ქიმიკოსი აღნიშნავს ეს დაავადება მალე ქვეყნის მოსახლეობას ერთმანეთისგან განასხვავევბს. მისი მკურნალობა კი ძალიან დიდი თანხებთანაა დაკავშირებული :“საქართველოში არის „ცე“ ჰეპატიტის საშინელი ეპიდემია. ეს ის ავადმყოფობაა, რომელიც მალე გაანახევრებს ქვეყნის მოსახლეობას. ამ ეპიდემიის შესახებ არავინ არაფერს ამბობს და ესაა საშინელება.

2010 წელს მე დამიდგინდა ეგ დაავადება. როგორ გადამედო, საიდან, არ ვიცი და ეგ არავინ იცის. ღვიძლის დაზიანების მესამე სტადია დამიფიქსირდა და მკურნალობის დაყოვნება იყო სიკვდილი. 2000 დოლარი მარტო პრეპარატები ჯდება და ამას დაუმატეთ პერიოდული ანალიზების ფასი - 5000. მოკლედ, იყიდები. მე კიდევ კარგ სიტუაციაში აღმოვჩნდი, იოლად გამოვედი, ბევრი ავადმყოფი მკურნალობს და აქედან მხოლოდ 40 % ჯანმრთელდება. ეს დაავადება დღეს ნომერ პირველია საქარართველოში. ფორუმზე ათასობით ადამიანი შემოდის ამ დაავადების მატარებელლი. უკვე სათვალავი მაქვს არეული და ყველა კითხულობს, როგორ უშველოს თავს და რითი. „- განაცხადა გაზეთ ალიასთან საუბრისას დავით აზმაიფარაშვილმა.