დეილ კარნეგი - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი. მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.

დეილ კარნეგი (1888-1955) დაიბადა მისურში, ხელმოცარულ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, დეილი კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობის. იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ მან თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში თვითდაჯერებული გახდა.

იგი თვლის რომ, “ადამიანმა საკუთარ თავში რწმენის გაღვიძებისთავის საჭიროა აკეთოს ის რისაც ყველაზე ძალიან ეშინია.”