სექსი რომ მართლაც აახალგაზრდავებს, ეს არაერთხელ გვსმენია. ამ ფაქტს კი ამჯერად ედინბურგის სამეფო კლინიკის ფსიქოლოგი დევიდ უიქსი ადასტურებს.

უიქსის მიერ ჩატარებული 10-წლიან კვლევაში სხვადასხვა ასაკის 1000 მამაკაცი და ქალი მონაწილეობდა. შედეგად დადგინდა, რომ 40-50 წლის ადამიანები, რომლებსაც კვირაში მინიმუმ 3-ჯერ ჰქონდათ სექსი, საკუთარ ასაკთან შედარებით 5-7 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდნენ.

თუ სექსის რაოდენობა კვირაში 1-2-მდე მცირდება, ამ შემთხვევაში გამაახალგაზრდევებელი ეფექტი სექსისგან თითქმის შეუმჩნეველია.

სექსი ადამიანის ორგანიზმს გაახალგაზრდავებაში ორგაზმის ხარჯზე ეხმარება, რომლის დროსაც სისხლს აქტიურად მიეწოდება ენდორფინები. ეს ჰორმონი ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს, ამსუბუქებს ტკივილს და ამაღლებს განწყობას.

გარდა ამისა, სექსის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.