სათვალე ზაფხულის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. მისი არჩევაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სათვალემ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს რბილი ქსოვილების დაცვა თვალის გარშემო. პოლაზირებულმა ლინზებმა კი ყველაზე ნათელი საგანიც სასიამოვნოდ სანახავი გახადოს. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე სათვალის არჩევანს, რაც დაგეხმარებათ ჯანმრთელი თვალები შეინარჩუნოთ.

1. ავტო–რეგულირება

პოლარიზებული ლინზები ანელებენ უსიამოვნო კაშკაშის ეფექტს– მზის სხივი ირეკლება მისი გლუვი ზედაპირიდან. თავდაპირველდ, პოლარიზაციას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ულტრაიისფერი სხივების დაბლოკვასთან, ახლა პოლარიზებული ლინზები კომბინირებულია მბლოკავ ეფექტთანაც. სათვალის შეძენისას დარწმუნდით, რომ ის აუცილებლად უზრუნველყოფს თქვენი თვალის მაქსიმალურ დაცვას. ფილიპ სერენგეტი (169.99$– 219.99$) აღჭურვილია პოლარიზებული ლინზით, რის შედეგადაც სათვალე თავად დაარეგულირებს სინათლის დონეს.

2– მბლოკავი

ეცადეთ თქვენ მიერ ნაყიდი სათვალე ყოველთვის დამცავი ფუნქციის იყო. ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენამ შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის კატარაქტა და კიბო. ასეთი სხივების აღქმა შეუძლია ნებისმიერ სათვალეს, იქნება ეს პლასტმასის თუ მინის, თუმცა მათგან დაცვა მხოლოდ სპეციალური დამატებითი ნივთიერებების შემცველ სათვალეს შეუძლია. ამისათვის იყენებენ სპეციალურ ობიექტივებსაც. ელიზაბეტი ენ ტეილორ ლოფტისგან (24.50$) 100 %ით ბლოკავს ულტრაიისფერ სხივებს და სრულად აგარიდებთ თავიდან მის მავნე ზეგავლენას.

3– ყველაფერი ერთში

ზოგიერთი სათვალის მინა სპეციალურად არის გაპრიალებული იმისთვის, რომ ლინზის ხარისხი გაუმჯობესდეს. თუ ლინზა არ არის გაპრიალებული ის თქვენ თვალს არ დაიცავს. სათვალის შეძენისას შეიძლება არ გქონდეთ გარანტია, რომ ის ნამდვილად დაგიცავთ. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, ეს სათვალე ნამდვილად თქვენთვის არის შექმნილი, დააკვირდით კუთხეში მოთავსებულ მარკას. შემდეგ, დაიჭირეთ სათვალე თქვენგან კომფორტულ მანძილზე და დახუჭეთ ცალი თვალი. გადაანაცვლეთ სათვალე ერთი მხრიდან მეორე მხარეს, შემდეგ ზევით–ქვევით. თუ მასზე ხაზები სწორად დარჩა, ე.ი. ის კარგია, გამოგადგებათ. თუ ხაზები გაიბნა, განსაკუთრებით, ლინზის ცენტრში, სცადეთ სხვა. ქეით სფეიდი (160$). ეს სათვალე 100%ით ბლოკავს მზის სხივებს და საკმრისად ფარავს კანს, იმისთვის, რომ მზემ თვალის გარშემო კანი არ დააზიანოს.