ორსულობის პერიოდში, თუ არ არსებობს რაიმე საფრთხე ორსულისა და ნაყოფისათვის, სექსი აუცილებელი და მნიშვნელოვანიც კია. მოგეხსენებათ, ორსულობის დროს წყვილს შორის საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონია, სექსი კი – ამის გასანეიტრალებელი (საუკეთესო) საშუალება.

ყველა წყვილისთვის ორსულობის პერიოდი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, ზოგს საერთოდ არ გამოსდის ინტიმური ურთიერთობა, სხვებისთვის მხოლოდ ჩახუტება და მსუბუქი მოფერებაც საკმარისია, დანარჩენები პირველ ჭინთვამდეც კი აქტიური სექსით არიან დაკავებულები. როგორც არ უნდა იყოს, ექიმები ამბობენ, რომ ყველა ეს შემთხვევა აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ორსულობის ყველა ეტაპს განსხვავებული მახასიათებლები აქვს.

პირველი ტრიმესტრი

პირველი 12 კვირის განმავლობაში ქალების დიდი ნაწილს ტოქსიკოზი და ხასიათის უნებლიე ცვლილება აქვს. ამასთანავე, ბევრი მათგანი საერთოდ სამყაროსადმი ზიზღის შეგრძნებით ივსება. მამაკაცებს უჭირთ იმის გაგება, თუ რატომ ამბობენ უარს სექსზე მათი მეორე ნახევრები, მაშინ როდესაც მთელი დღე რეისი საპირფარეშო – საწოლი უნდა ასრულო და ერთი ჭიქა ჩაის მეტი ვერაფრის ჭამაზე ვერ ოცნებობ.

იმ შემთხვევაში თუ არ შეინიშნება ტოქსიკოზი, წყვილს შეუძლია ჩვეულებრივ განაგრძოს სექსუალური ცხოვრება, ზუსტად ისე, როგორც ორსულობამდე. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ ტრიმესტრში ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება საშუალოზე მაღალია, ამიტომ სექსი უნდა იყოს არააგრესიული და ძალიან ფაქიზი. ექსცენტრული პოზები და ყირამალები ამ პერიოდისთვის ჯობია საერთოდ დაივიწყოთ.
მეორე ტრიმესტრი

ორსულობის ყველაზე სექსუალური პერიოდია. მუცელი ჯერ კიდევ პატარაა, მკერდი საგრძნობლად გაიზარდა ზომაში და ბევრად მგრძნობიარეც გახდა, გულისრევის შეგრძნება უკვალოდ გაქრა, ამასთანავე ესტროგენისა და პროგესტერონის მოზღვავება ლტოლვას აორმაგებს. შეგრძნებები სექსის დროს ერთი ორად უფრო მკვეთრია, ხოლო ორგაზმი აბსოლუტურად განსხვავებული სახისაა.
მესამე ტრიმესტრი

ყველაფერი იცვლება, სხეულის ზომები აღარ იძლევა საშუალებას იყოთ ისეთვე მოქნილი, როგორც ადრე. საერთო გადაღლილობა ტემპერამენტზეც აისახება. ამ დროს ქალების დიდი ნაწილში შეინიშნება “გაზარმაცება”, როდესაც მათ ეზარებათ განძრევა, აღარ უნდათ გარემოსთან ურთიერთობა და უდიდეს სიამოვნებას განიცდიან გაუნძრევლად წოლისაგან. ასეთ დროს სასიამოვნოა მშვიდი და მონოტონური სექსი, თუმცა ამისათვის მამაკაციც მზად უნდა იყოს.

რა შემთხვევაში უნდა ითქვას უარი სექსზე:
ნაყოფის მოწყვეტის დიდი საშიშროება (თუ წინა ერთი ან რამოდენიმე ორსულობა ვერ დასრულდა წარმატებით)
საშვილოსნოს ყელის დაავადება/ტონუსი
საშვილოსნოს კედელზე ნაყოფის არამყარი მიმაგრება
ნებისმიერი მცირე სისხლდენა და უცნაური გამონადენი
რამდენიმე ნაყოფის არსებობა

თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, აუცილებელია გაარკვიოთ თუ რა იგულისხმა ექიმმა. ზოგჯერ ეს მართლაც ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი კავშირი არ უნდა გქონდეთ (ნებისმიერი ქმედება, რომელიც გამოიწვევს აღგზნებას და ორგაზმს), სხვა შემთხვევაში კი – “არანაირი სექსი” ნიშნავს მხოლოდ ფრიქციისგან (პენისის საშოში შეყვანისგან) თავის შეკავებას.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ტაქტილური შეგრძნებები ორსულებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ნაყოფისათვის.

რაც შეეხება პარტნიორების ჯანმრთელობას – აუცილებელია რეგულარულად გაესინჯოს როგორც კაცი, ისე ქალი სხვადასხვა ვენ. (სგგდ) დაავადებებზე და მათი არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს პრეზერვატივი, რათა არ მოხდეს ნაყოფის დაინფიცირება.

ორუსლობის დროს სექსი ცვლის ფიზიკური აქტივობების მთელს ჩამონათვალს. ორსულებისათვის აუცილებელია სტაბილურად მოძრაობა და სახსრების ვარჯიში, სექსი კი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა. ამასთანავე ორულობის დროს გაზრდილი საშვილოსნო შესაძლოა სისხლის მიმოქცევას ნაწილობრივ აფერხებდეს, სექსი კი ხელს უწყობს სისხლის მიდინებას ყველა შინაგან თუ გარეგან ორგანოსთან. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბედნიერების ჰორმონი (ენდორფინი), რომელიც ქალში სექსის დროს გამოიყოფა ნაყოფსაც გადაეცემა და აუმჯობესებს მის განვითარებას, სისხლის მიმოქცევას.
პოზები

ხშირად ხდება ისე, რომ წყვილს წარმოდგენა არ აქვს თუ რომელია ოპტიმალური და მოსახერხებელი პოზა, ორსულობის დროს შემოწოლილი ვნების დასაკმაყოფილებლად. რაც უფრო დიდია ნაყოფი და ორსულობის ვადა, უფრო მოუხერხებელი და არასასურველია პოზა “მამაკაცი ზემოდან”, ამიტომ ქვემოთ ჩამოვთვლით რამოდენიმე მოხერხებულ პოზიციას:
შეგიძლიათ დაწვეთ ზურგზე, საწოლის კიდეზე ისე, რომ თქვენი პარტნიორი საწოლთან ან ფეხზე დადგეს ან მუხლებზე და თავისი წონა თქვენზე არ გადმოიტანოს.
დაწექით გვერდულად, ზურგით პარტნიორისკენ. ასეთი პოზა უზრუნველყოფს არც ისე ღრმა შეღწევას და თქვენ არ გექნებათ დისკომფორტი.
“ქალი ზემოდან” საუკეთესო პოზაა იმისათვის, რომ აკონტრლოთ შეღწევის სიღრმე და თან მუცელზეც არ მოხდეს ზეწოლა.
მჯომარე პოზაშიც არ არის საშიშროება, რომ საშვილოსნოზე მოვა დიდი ზეწოლა. ჩაუჯექით მუხლებში პარტნიორს, რომელიც მყარ სკამზე ზის.

და ბოლოს, აუცილებლად ჩაატარეთ მცირე ექსპერიმენტები და თქვენ თვითონ იპოვნით მოხერხებულ პოზას, რომელიც თქვენც და თქვენს პარტნიორსაც დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ ორსულობის პერიოდში.
შეგახსენებთ რომ სექსის დროს ნაყოფს ვერანაირ ფიზიკურ ზიანს ვერ მიაყენებთ, ამაზე დედაბუნებამ დიდი ხნის წინ იზრუნა.
ბედნიერების ჰორმონი გაბედნიერებთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს პატარასაც.
დიდ ხნიანი თავშეკავება ბადებს აგრესიას, ეს კი ახალბედა დედიკოსთვის ძალიან ცუდია. განწყობა მომავალ ბავშვზეც აისახება.
თუ არ არსებობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, აუცილებელია უპრეზერვატივო სექსი, რადგან სპერმა ძალიან ბევრ ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რაც ქალის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ნუ დაგავიწყდებათ – რეგულარული ვიზიტები ექიმთან და ჯანმრთელი სექსუალური ცხოვრება უზრუნველყოფს ბედნიერ ორსულობას და ურთიერთობის საუკეთესო განვითარებას.

♥→ კაცებს კი შევახსენებთ, რომ თუ ორსული პარტნიორი გეუბნებათ უარს სექსზე, მაშასადამე ეს მისთვის მართლაც რთულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედალი სპილო 22 თვის განმავლობაში ატარებს ნაყოფს, უთანაგრძნეთ მამალ სპილოებს და იყავით მომთმენი.