მიუხედავად იმისა, რომ წლებია თიკა ფაცაცია შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა, მისი ოჯახური ამბები უცნობია საზოგადოებისთვის. უცნობია ასევე თიკას მეუღლის ვინაობა, ასევე ბავშვების ფოტოები და დაბადების თარიღები.
შეგახსენებთ თიკას ორი შვილი ჰყავს. 3 წლის იოანე და 13 წლის ანდრია. ტელეწამყვანის მეუღლე კი გახლავთ დავით ანთელიძე.
თიკა ქმრის ვინაობას ყოველთვის ასაიდუმლოებდა. არცერთ ინტერვიუში არ ამბობდა არც ქმრის გვარს და არც სახელს.
რაც შეეხება თიკას ქმარს. დავით ანთელიძე 1961 წლის 2 იანვარს დაიბადა და ის თიკაზე 20 წლით უფროსია. (თიკა 1981 წლის 18 ოქტომბერსაა დაბადებული. რედ.)
დავით ანთელიძეზე ინფორმაცია ძალიან მწირია. უცნობია მისი პროფესიაც და საქმიანობაც. რაც ამ ეტაპზე გავარკვიეთ გახლავთ ის, რომ ანთელიძე საქართველოში არ იმყოფება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ამბავი რომელიც მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა თუმცა პერსონების იდენტიფიცირება არ მომხდარა.
2013 წლის 28 მარტს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ბრალდება წაუყენეს შპს „ICC GEORGIA“-ს.
გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით, 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს PAPAVER SOMNIFERUM L თესლი შემოიტანა. შპს „ICC GEORGIA" 2012 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 40%-იან წილს ფლობს რამაზ ლოდია, ხოლო 20-20%-ს ინაწილებენ - ზაზა ქასაშვილი, ლევან ფაცაცია, დავით ანთელიძე. გამომდინარე იქედან რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სხვა ლევან ანთელიძე არ იძებნება, თან ამ უკანასკნელის პირადი ნომერი ერთმანეთს ემთხვევა შეგვიძლია ვთქვათ რომ თიკას მეუღლე გახლდათ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.