არაჯანსაღი კვება, ქიმიური ნივთიერებების მიღება, სტომატოლოგთან მისვლისგან თავის შეკავება, არასწორად შერჩეული კბილის პასტა და სხვა მრავალი ფაქტორი შეიძლება გახდეს თქვენი კბილების სიჯანსაღისა და სიქათქათის დაკარგვის მიზეზი, მათ აღსადგენად გთავაზობთ სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა შესრულება სახლის პირობებშია შესაძლებელი...

ნახშირით გათეთრება

მეთოდი არც თუ ისე სასიამოვნოა: გათეთრებისათვის საჭიროა კბილების ნახშირით "პალიროვკა". ეს იაფი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ კბილების გათეთრება მოკლე დროში - 2 დღეში გსურთ. აიღეთ აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი და შეიზილეთ იგი კბილებზე. ნახშირი ხსნის ყვითელ ნადებს და კბილებს ხდის თეთრს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ კარგად გამოისუფთავოთ პირის ღრუ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ კბილებს თეთრი ვეღად ეწოდება.

სოდით გათეთრება

სცადეთ კბილების გახეხვა, კბილის პასტისა და საკვები სოდის ნაერთით. სოდა არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას ზიანს, სამაგიეროდ კბილები დღითიდღე უფრო და უფრო თეთრი გახდება. პროპორცია შეარჩიეთ დამოუკიდებლად, ნახევარი ჩაის კოვზი სრულიად საკმარისი იქნება.

კენკრით გათეთრება

არსებობს კბილების გათეთრების ბევრად გემრიელი მეთოდები. შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მარწყვითა და ხენდროს გამოყენებით გათეთრება. გაიხეხეთ კბილები ამ კენკრის წვენით (ისევე როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტის გამოყენებისას, ოღონდ ჯაგრისი ჩააწეთ წვენში), მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამ პროცედურის შემდეგ კბილების პასტით გამოხეხვა, რომელიც წვენისგან დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს კბილებს.

ლიმონით გათეთრება

კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალებაა ლიმონი. კბილების გათეთრებისთვის გამოიყენეთ ლიმონის ცედრა (ეს არის ლიმონის ქერქის თეთრი ფენა). ასევე სასარგებლოა ლიმონის წვენით იგივე პროცედურის ჩატარება. ამ მეთოდების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრობით.