სტივ რამბამის (Steve Rambam) გამოსვლა კონფერენციაზე HOPE (Hackers of Planet Earth). მოხსენება გრძელია, თუმცა უზომოდ საინტერესო.
მას მიუღია მონაწილეობა ყველა HOPE-ში 1994 წლიდან. ის არის კერძო გამომძიებელი და ყველა მისი მოხსენება საინტერესოა.

“ანონიმურობა არ არსებობს, შეიგნეთ!” ნებისმიერი საწყისი წერტილიდან წამოსული, შესაძლოა ადამიანზე სრული დოსიეს შედგენა. არ აქვს მნიშვნელობა საწყისი წერტილი რა იქნება: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, დაზღვევის ნომერი, MAC-მისამართი, ელფოსტა თუ ავტომობილის ნომერი. ამ მონაცემების მეშვეობით შესაძლოა ისწავლოთ ყველაფერი ადამიანის შესახებ.
ხანდახან გიწევთ მწირი ცნობების მოძიება და დაგროვება, ხოლო ხანდახან კი ყველაფერს ერთიანად მიიღებთ. სანამ გავაგრძელებთ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემს მოხსენებაში ინფორმაციის ყველა წყარო არის ან ღია ან ნახევრად-ღია. ნახევრად-ღიაში იგულისხმება კერძო გამომძიებლებისთვის ან უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი წყაროები (და არა მალული სახელმწიფო წყაროები).
ჩვენ არ განვიხილავთ FINSEN, NCIC და სხვა სახელმწიფო ბაზებს, ან სხვა წყაროებს, რომლებიც განისაზღვრება როგორც დაცული და მალული ინფორმაცია. ჩვენ განვიხილავთ იმას, რაც ძალზედ მარტივად მოიპოვება ამ ოთახში მყოფ ნებისმიერ ადამიანზე.
უმეტეს წილად, განვიხილავთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ თვითონ გასცემთ.დღესდღეისობით ხელმისაწვდომი მონაცემთა უმეტესობა გაცემულის თქვენს მიერ, განზრახ თუ ქვეცნობიერად. თქვენ გაეცით ეს ცნობები – სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, სურათი, პირადი ნომერი. ადრე ეს მონაცემები იყო გამოძიების საძირკველი.
როცა ჯერ კიდევ ვიწყები, ახალგაზრდა გამომძიებლად, მე მიხდიდნენ $500-დან $1000-დე ეჭვმიტანილის სურათის მოპოვებისათვის. ეს კი გამოიყენებოდა პირადობის დასადგენად. დღეს კი, ამისთვის მხოლოდ გუგლია საჭირო. ცნობები იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკური მოსაზრების თუ სქესობრივი ორიენტაციის ხართ, ფინანსური ცნობები, საქმიანობა, საკმიანი კავშირები, მეგობრები, ოჯახი… ყოველივე ეს ღიად არის ხელმისაწვდომი.
როცა ვიწყებდი, 25 წლის წინ, ეს იყო კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის მოსაპოვებლად იყვანდნენ გამომძიებლებს. ეს ასე იყო. დღევანდელი მოხსენების უდიდესი ნაწილი ეძღვნება იმას, თუ რა შეიცვალა. არა მხოლოდ იმისი მერე, რაც პირველად გამოვედი ამ კონფერენციაზე, არამაედ ბოლო ორი წლის განმავლობაში.
მაგალითად, ვიღაცა მაძლევს ტელეფონის ნომერს, მე კი, როგორც გამომძიებელი, მის მეშვეობით მოვიპოვებ სახელსა და გვარს, მისამართს. ყველამ ვიცით ეს როგორ ხდება. შემდეგ, სახელი, გვარისა და მისამართის მეშვეობით ვგებულობ ადამიანის დაბადების თარიღს და სოციალური დაზღვევის ნომერს. მერე კი, მოპოვებული მონაცემების მეშვეობით, მივიღებ სანათესაო კავშირებს, მუშაობის ადგილს, საქმიანობას, უძრავ ქონებას, ოჯახური მდოგმარეობის ისტორიას, ყველაფერ სახალხოს, კრიმინალურს და სხვა ღია თუ ნახევრად-ღია ჩანაწერებს ადამიანის შესახებ. საავტომობილო ნომრები, გადაადგილების საშუალებები და ასე შემდგომ.
ყოველივე ეს – მონაცემების ერთადერთი საწყისი წერტილიდან გამომდინარეობს. არ არის აუცილებელი ეს ტელეფონი იყოს, შესაძლოა ელფოსტა, თუ ცხოვრების მისამართი, სახელი და დაბადების თარიღი.
ეს ასე იყო. ძაფს ერთ ბოლოში მოკიდებდით ხელს და მიყვებოდით. შედეგად მიიღებოდა ადამიანზე სრული დოსიე. სხვათაშორის, გაცილებით მეტი მონაცემის მოპოვება შეიძლება, უბრალოდ სლაიდზე ადგილი გამითავდა.
დღესდღეისობით, გამოძიების ასე წაყვანა არ არის აუცილებელი. დღეს თქვენ, თუ გაქვთ სატელეფონო ნომერი, შეიყვანთ მას მონაცემთა ბაზაში და წამიერად მიიღებთ სრულ ანგარიშს ადამიანის შესახებ. საკმარისია შევიყანო თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩემ თვალწინ დავინახავ თქვენ სახელსა და გვარს, მისამართს, სოციალური დაზღვევის ნომერს, დაბადების თარიღს, სააბტომობილო ნომერს, გადაადგილების საშუალებებს, ნათესაობრივ კავშირებს, სად ხართ/იყავით ჩაწერილი, სამსახურების ისტორიას და ა.შ.
აღარ არის საჭირო სალათის ხელით მომზადება. ყველაფერი უკვე დაკავშირებული და თავმოყრილია ერთად. ყველაფერი მზადაა.
განვიხილოთ რა შეიცვალა ბოლო რამდენიმე წელიწადს. სლაიდზე დაინახავთ თუ რა შეიცვალა ბოლო 10 წელიწადში. განვიხილოთ რა შეიცვალა ბოლო HOPE-დან.
პირველი – გამოთვლის სიჩქარე და პროგრამული უზრუნველყოფის სირთულე. როდესაც ვიწყებდი, მე მქონდა მაკი 25k ფლოპი დისკით. უნდა ჩამედო პროგრამიანი დისკეტა, ჩამეტვირთა ის, ამომეღო. მერე ჩამედო მონაცემებიანი დისკეტა, შემენახა ისინი. ახლა კი ყველა აქვს ოთხ- და რვა-ბირთვიანი კომპიუტერები. სიჩქარე, (დისკების) ტევადობები უბრალოდ დაუჯერებელია. ახლა ვიყენებ მეტ ოპერატიულ მეხსიერებას ვიდრე ახლო წარსულში მქონდა ადგილი ხისტ დისკზე.
ჩემთვის სასიამოვნოა დავინახო ჩემი ტოლო ადამიანები წინა რიგებში. ხანდახან, როდესაც ამას ვამბობ სემინარებზე ახალბედა გამომძიებლები და ფედერალური აგენტებისათვის, ჩვეულებრივ 20 წლის ახალგაზრდები არიან, ბევრს ეჩვენება რომ მე ვყვები ქვის ხანის შესახებ. დისკების ტევადიბები და დამუშავებული ინფორმაციის ზომები იზრდება ექსპონენციალურად. ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო ინახავს აშშ-ს საზღვრების გადაკვეთის ისტორიას 75 წლის განმავლობაში.ისინი არაფერს წაშლიან, არასოდეს.
ყველანაირი ინფორმაცია არის ციფრულ ფორმაში მისი გაჩენისთანავე, სისტემაში ჩამატებისთანავე. თქვენი სამედიცინო ჩანაწერები შეიყვანება მედდას მიერ მის კომპიუტერში. როდესაც სადმე მიდიხართ, უკვე აღარ იყენებთ ქაღალდის ბილეთებს. საბანკო მოქმედებების ისტორია მყისიერად ხელმისაწვდომია. შემიძლია წარმოგიდგინოთ ანგარიში ტელეფონით, შევიდე ბანკის მართვაში და 30 წამში ფული ჩემთან იქნება. ყველაფერი გახდა მომენტალური და ციფრული, ყველაფერი ინახება მონაცემთა ბაზაში მონაცემის გაჩენისთანავე.
აღარ იხარჯება დრო კლავიატურით აკრეფაზე, დალაგებაზე, ან ამაში ფულის ჩადებაზე – როგორ ნახავთ, ყოველივე ეს ფულის საკითხია. ინფორმაცია თქვენს შესახებ, თავიდან ბოლომდე, ჩაიწერება მონაცემთა ბაზაში.
ძველი ქაღალდები კომპიუტერში შეიყვანება და მუშავდება ოპტიკური ამომცნობი პროგრამებით გიჟური სიჩქარით. Google წიგნები, გაზეთები, 20-30-40-50-70-100 წლის წინანდელი დოკუმენტები მუშავდება ზესწრაფი ფურცლიანი სკანერებით.ერთი წიგნის საკმაოდ ზუსტად დასკანირებისთვის საჭიროა სულ რაღაც ერთი საათი.
ბევრს ვისაუბრებ ტელეფონების შესახებ. მობილური ტელეფონი არის ერთ-ერთი იმ სამი ფაკტორისაგან, რომლებმაც შეცვალეს თამაშის წესები. დღეს ყველას აქვს მობილური ტელეფონი, უმეტესობას კი – “სმარტფონები”. ზუსტად იმის გამო, რომ თქვენ იყენებთ მათ, ყველგან თან დაგაქვთ და არ (ან ვერ) თიშავთ მათ, მე ვიცი თქვენს შესახებ ყველაფერი რაც კი შეიძლება. ამაზე დაწვრილებით მოგიყვებით.

დიახ, მობილურმა ტელეფონებმა შეცვალეს თამაშის წესები. ინფორმაციის ერთმანეთში დაკავშირება, სახელების თარგმნა, მსგავსებების პოვნა, ხელოვნური ინტელექტი. ეს აღარ არის უბრალოდ “მისამართების მონაცემთა ბაზა” ან “დარეკილი ზარების ისტორია”, “საყიდლების ისტორია” – ახლა ყველა ეს მონაცემი ერთმანეთს უკავშირდება ყველანაირი გზით. მე რომ შევიყვანო თქვენი ტელეფონის ნომერი, მყისვე მივიღებ თქვენი საბანკო მოქმედებების ჩამონათვალს ბოლო თვის განმავლობაში.
რომ შევიყვანო თქვენი ტელეფონის ნომერი, მის მეშვეობით მივიღებ მონაცემებს თქვენი ყველა ელფოსტის შესახებ. ეს წარმოუდგენელია. ერთი წლის წინ ამაზე არც კი ოცნებობდნენ! თქვენი ელფოსტის შეყვანით მივიღებ თქვენს სახელსა და გვარს, სახლის მისამართს, ტელეფონის ნომერს და საერთოდ – ყველაფერს.
ცოტათი გადავუხვევ. წინა წელს, წარდგენის შემდეგ ჩვენ ცოტა ვიმსჯელეთ, რითაც საქმე გავუფუჭეთ შემდეგ მომხსენებელს – მას ერთი საათისაგან მხოლოდ 5 წუთი დარჩა. დღეს, იმედი მაქვს, დროულად მოვრჩებით. უფრო მეტიც – ჩვენ მომზადებული გვაქვს მაგიდა, რომელთანაც ჩვენ არა მარტო ვუპასუხებთ ყველა თქვენს შეკითხვას, არამედ მოგცემთ საშუალებას ითამაშოთ ჩვენი მონაცემთა ბაზით.
დიახ! მისმინეთ, არაერთხელ ვიტყვი ამას – მე ვარ გახსნილობის დიდი მომხრე, მე ვემხრობი PI FOIA-ს (აქტი პირადული ინფორმაციის გავრცელების შესახებ). არც ვმალავ იმას, რითაც ვარ დაკავებული, არ მრცხვენია. ვფიქრობ, რომ ვხდი სამყაროს უკეთესს და უფრო სამართლიანს. მე ვიცი, ეს ბიჭებიც ასე ფირობენ; ისინი საკეტებში არ იჭვრიტებიან, როგორც კინოში მოგვაჩვენებენ. მე მინდა იცოდეთ და გესმოდეთ თუ როგორ ვმუშაობთ.
დავუბრუნდეთ კავშირის და ქსელების ერთმანეთში დაკავშრება და მონაცემების დამუშავებას. მოვიყვან ცოტათ სასაცილო მაგალითს.

სახელით “COMPSTAT ლოთებისთვის” (COMPuter STATistics) ვაშინგტონში არის საიტი http://www.outsideindc.com/stumblesafely (“ილოთავე უსაფრთხოდ”, დღეს ეს საიტი აღარ მოქმედებს). მასტმა აიღო ბოლო რამდენიმე წლის კრიმინალური სტატისტიკა ქალაქის ცენტრში მყოფი ბარების შესახებ და ერთმანეთს დაუკავშირა ეს მონაცემები. ამ გვერდის დამზადებას მოუნდა ერთი საღამო. აირჩიეთ ბარი და დაინახავთ, რამდენი გაძარცვა და ქურდობა, სროლის შემთხვევა განვითარდა მის გარშემო ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში. ამასთან, მიხვდებით არის თუ არა მაგ ბარში ლოთაობა უსაფრთხო. *სიცილი*
ჩემთვის, ეს უბრალოდ გასართობი საიტია stumblesafely.com, თუმცა ერთი რამ საინტერესოა: 10, 5, 3 წლის წინ ასეთი პროექტი მოითხოვდა კარგად მომზადებულ პროგრამისტს, ძვირადღირებულ დამუშვებას და მონაცემების შენახვას. ახლა კი ამის გაკეთბა შეუძლია გაწვრთნილ მაიმუნს. მე ზუსტად ვიცი, ესენი ხომ ჩემთან მუშობენ. კარგი ხო, ვხუმრობ.
კიდევ რა შეიცვალა: GPS და თქვენზე თვალყურის დევნის საშუალებები. თქვენი ტელეფონი თქვენზედ მიკრულია 24/7, რადგან კი ის თქვენთან ერთადაა, მე ვიცი თქვენ სად იმყოფებით. ამას შემდეგში დავუბრუნდები.

GPS, Skyhook. ხალხი GPS-ანი ტელეფონებით, Google-ის თანამშრომლები გადაადგილდებიან ქვეყანაში და იწერენ ჩრდილოეთ ამერიკის ყველა WI-FI ქსელის კოორდინატებს. ყველა რაუტერი!
თამაშის წესები შეცვალეს ახალმა შესაძლებლობემა: ძიება, ინდექსირება, თარგმნა, საუბრის ამოცნობა, ვიდეოზე ტექსტის ამოცნობა(გაჩვენებთ) მეც კი მაშინებს… ინტელექტუალური კამერები ციფრების, სიმბოლოებისა და სახეების ამომცნობი ბლოკებით, რომლებიც დაკავშირებულია მაღალსიჩქარიან მონაცემთა ბაზებზე.
დღეს გავიგე საუბრები მიახლოებით შემდეგი ხასიათის: “რა სისულელეა, თავისუფლად მოვატყუებ სახეების ამომცნობ პროგრამას! ასე შეიძლება, ისე შეიძლება…”. არა, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია-მეთქი! შეუძლებელია და მორჩა. შემიძლია დაგიმტკიცოთ ეგ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მომხსენებელს, რომელიც საუბრობდა სახეების ამომცნობი პროგრამების შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თავი აიცილოთ მონაცემთა ბაზაში მოხდენისაგან, მაგრამ ეს შეუძლებელია. არანაირად. მე მიმყავს გამოძიებები, ეს ჩემი პურია 25 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრს ვმუშაობ პოლიცია და “ორგანოებთან”, და ჩემთან ერთად წამოვიყვანე რამოდენიმე პოლიციელი და სპეციალური აგენტი. შეგიძლიათ ჩვენგან წვრილმანების გარკვევა სცადოთ: არაფერი გამოგივათ.
კიდევ ერთ რამ: რეკლამა, აბსურდამდე გამიზნული. აი, რისთვის კეთდება ყოველივე ეს: დიდი ძმა კი არ გითვალთვალებთ, ხალხო, უბრალოდ ვიღაცას უნდა თქვენ რაღაცა მოგყიდოს. ყველაფერი ფულის გამო ხდება. თქვენი ღირსების შელახვის თუ გაუბეფურობის მცდელობა კი არ არის. ეს კაპიტალიზმის მამოძრავებელი ძალაა, მეტი კი არაფერი. მათ უნდათ თქვენ რაღაც მოგყიდონ! მათ სურთ თქვენს შესახებ ყველაფერი იცოდნენ, რათა უკეთესად მოგყიდონ ეს რაღაც.
საბოლოო ჯამში, თითოეული თქვენთაგანი ციფრულად გადის პროქტოლოგის შემოწმებას *სიცილი*. ეს გარდაუვალია. ეს ბოროტების გამო არ ხდება. უბრალოდ რაღაცის გაყიდვა სურთ. ამიტომაც უნდათ იცოდნენ თუ სად იყურებით, რას აქცევთ ყურადღებას. მათ სურთ დაეუფლონ თქვენს თვალებს.

ვისაუბროთ შევსებული სინამდვილის შესახებ. ცოტა ნამდვილი შევსებულ სინამდვილეზე, ცოტა ისეთი რაღაცაების შესახებ, როგორიცაა Google Goggles. არ ვიცი, რამდენმა იცით ეს პროგრამა. ყველას სურს დაინახოს ის, რასაც ხედავს თქვენი ტელეფონი. ამიტომაც ისინი ხელს უწყობენ ხალხს გამოიყენოს პროგრამა შტრიხ-კოდების სკანირებისთვის, სხვადასხვა გამოსახულებების ამოსაცნობად და შევსებული რეალობისთვის.
მათ სურთ იცოდნენ, რომ თქვენ იმყოფებით ნიუ-იორკში, Empire State Building-ში, არა მხოლოდ ტექსტის ამოცნობის მეშვეობით, ნაყიდი ნივთებით, ან ბილეთის ტელეფონიდან ყიდვით, არამედ იმისგანაც, თუ რა შენობას გადაუღეთ სურათი და გამოიყენეთ შევსებული სინამდვილე მის ამოსაცნობად. კიდევ ერთხელ –ყოველივე ეს კეთდება ფულის გამო.

ვიღაცამ გამომიგზავნა ეს რეკლამა რამოდენიმე თვის წინ. *სიცილი* ეს ნამდვილი რეკლამაა. არ ვიცი, ყველა ხედავს თუ არა – ეს არის $3400-ნი ხისტი დისკი ტევადობით 10Mb. დიახ, მე მაგ დროსაც ვცხოვრებდი, ბიჭებო. ახლა კი რა ხდება? სიცოცხლის უმცირეს ფორმასთან მივდივარ – ტექნიკის გამყიდველთან Staples-ში (Go! Electronics-ის ანალოგი აშშ-ში), და ვამბობ – “მომეცით მოცულობით ყველაზე დიდი ხისტი დისკი”. ცოტა ხანში გამოვდივარ, $160-იანი 2TB ხისტი დისკით ხელში.
მინდა გითხრათ, როცა მე ვიწყებდი გამომძიებლად მუშაობას, მთელს ქვეყანაში არ არსებობდა 2TB მოცულობის მონაცემები. ეს ფაკტია. ასეთი იყო სინამდვილე, როცა ვიწყებდი და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.

მთავარი რამ შეიცვალა: აღარაფერი იშლება, არაფერი ბარდება წარსულს. ყველაფერი, რაც გიკეთებიათ ცხოვრების განმავლობაში, ყოველა სულელური ფოტოსურათი, ყოველა ბრაზიანი მტროლავი ბლოგის ჩანაწერი, ყოველა დაუფიქრებლად დაწერილი SMS შეტყობინება, ყველაფერი სამუდამოდ შენახულია. სამუდამოდ!
ყველაფერი ინახება და არა უბრალოდ ინახება. ის მუშავდება, ინდექსდება და სამუდამოდ უკავშირდება თქვენს სახელს. არ გჯერათ? მოგვიანებით მოდით ჩემს მაგიდასთან და გაჩვენებთ.
რომ იცოდეთ, არა მხოლოდ ხელისუფლება გადევნებთ თვალყურს. ყველამ იცის რომ archive.org, waybackmachine, Google Cache, და საერთო ყველას მისწრაფება ყველანაირი მონაცემების შენახვისადმი. უპირველეს ყოვლისა, მათ ამას აკეთებენ იმის გამო, რომ არ იციან თუ რა დასჭირდებათ ერთი წლის შემდეგ. თან ეს დიდ ადგილს კი არ იკავებს – ყველაფერი ხისტ დისკებზე რჩება, ყოველ თვეს, ან კვირას, ან საათს ავტომატური საძიებო სისტემა განიხილავს და ამუშავებს თითოულ დასაწვავ ჩანაწერს.

ეს archive.org არის ანალოგიური სისტემა, სადაც უნდა შეხვიდეთ სადღაც და რაღაცას დააჭიროთ. დამიჯერეთ, ამ ქვეყანაზე ყველაფერი კარგად ინახება. თქვენ რომ მომცეთ თქვენი სოციალური დაზღვევის ნომერი, მე დაგიბრუნებთ მისამართთა სიას, სადაც თქვენ ცხოვრობდით უკანასკნელი 42 წლის განმავლობაში. მომეცით ნებისმიერი ტელეფონის ნომერი და არქივში გიპოვით ამ ნომრის ბოლო 45 წლის ყველა მფლობელს.
ეს გამოდგება როცა ვიძიებ რაიმე ძველ საქმეს და მჭირდება ვიცოდე თუ ვისი იყო რაიმე ნომერი 20 წლის წინ. მე მინდა ვიცოდემ თუ ვინ ცხოვრობდა რაიმე შენობაში 30 წლის წინად. ეს გამოსადეგია და, როგორც ყოველთვის, ფული ღირს. მე მჭირდება ეს მონაცემები, რადგან მოვიხმარო ის სამსახურისთვის. ან შემიძლია მივყიდო მონაცემები სხვა გამომძიებლებს, ან სამართალდამცველებს:მონაცემები ფულის ღირს. თუ გამითავდა თავისუფალი სივრცე, უბრალოდ წავალ მაღაზიაში და ვიყიდი კიდევ ერთ 2TB დისკს. რატომ გადავყარო რამე?
ხომ, აშშ-ს ხელისუფლება დაგვიანებით მოვიდა მონაცემთა შენახვის ბაზარზე და ამიტომაც აყრის ყველას სახელისუფლებო მოთხოვნებს. მაგალითისთვის, ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს archive.org-ს: “ჩვენ გვჭირდება ყველანაირი მონაცემები ამ ადამიანის შესახებ”. ყველას ეს ესმის. დიახ, პრეზიდენტსაც.
“თქვენი ყველა ქცევა ამოტივტივდება და განიხილება ცხოვრების რომელიმე მომენტში” (Facebook-ის შესახებ). ეს ფაკტია. ვერაფერს დამალავთ.
და კიდევ, ყველაზე დიდი ცვლილება.
ამ მოხსენების უმთავრესი მიზანია გითხრათ რომ კონფიდენციალობა აღარ არსებობს! აღარ არის სირცხვილი, აღარ არის ანონიმურობის საჭიროება – ამ ოთახში მყოფი და ყველა დანარჩენი ადამიანი დედამიწაზე აქვეყნებს ინტერნეტშიყველაფერს. აქვეყნებთ თქვენს სახელსა და გვარს, მისამართს, ტელეფონს, რა სკოლა დაამთავრეთ, სად მუშაობთ, ვინ არიან თქვენი მეგობრები, რა სქესობრივი ორიენტაციის ხართ, გუშინ ღამე სად იყავი, წინა კვირას რას აკეთებდით და ა.შ. ეს მონაცემები იმაზე გაცილებით მეტია ინტერნეტში ვიდრე საჭიროა. ამ ყველაფერს თქვენი ხელით ქსელში აქვეყნებთ.
იცით, თავს შიზოფრენიკად ვგრძნობ ყოველთვის, როცა წარმოვიდგენ სრულ სურათს იმისა, რის შესახებაც ვყვები. ბევრი თქვენგანი ჩემი მეგობარია, დანარჩენის უმეტესობა – კოლეგა. ზოგიერთი კი… არც კი მინდა ვიკითხო…*სიცილი* რაც არ უნდა იყოს, თქვენს შორის უმეტესობა ჩემი მეგობარი და კოლეგაა, რომლებსაც ვიცნობ არა ერთი წელია. ამ დარბაზში მყოფი ადამიანების 20% საკმაოდ კარგად ვიცნობ. ამიტომ, როგორც მეგობარი, მინდა გკითხოთ: “საერთოდ, რას ფიქრობთ?!”
სხვა მხრივ, როგორც გამომძიებელი, უნდა გითხრათ: “მადლობა, მაგარია!”. არა, მართლა, მე დიდი მადლობელი ვარ. თქვენ იმდენად ამარტივებთ ჩემს სამსახურს, რომ შემიძლია სახლიდან გაუსვლელად, ღამის 2 საათზე ტრუსებით ვიჯდე და შევისწავლო: სად ცხოვრობდით, სად მუშაობდით, დავათვალერო თქვენი სურათები, გავეცნო ვინ არის თქვენი შეყვარებული, ვინ არის ცოლი, *სიცილი* და ა.შ. მართლა, დიდი მადლობა! მაგრამ ყველანი ბრიყვები ხართ. შეჩერდით.

ცხოვრებისეული მაგალითი. მომყვას ყოველთვის, როცა ვსაუბრობ ამ თემაზე. არის ასთი ბიჭი, სახელი jsav. ხო, თუ უყურებთ წინა კონფერენციების ვიდეო ჩანაწერებს, დაინახავთ რომ ჩვენ ხშირად ვხედავთ პრობლემებს მანამ, სანამ საზოგადოება მას განისაზრავს. ჩვენ ვსაუბრობდით Twitter-ის შესახებ ჯერ კიდევ 4 წლის წინ. ახლა კი Twitter აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება. თითოეული ტვიტი გადაეცემა კონგრესის ბიბლიოთეკაში. თქვენ გეგონათ, რომ თქვენი ნატვიტარი გაქრა?? ა-რა!
შემიძლია გითხრათ, რომ როცა ვიძიებ საქმეს, კონგრესის ბიბლიოთეკაშ ვაგზავნი მოთხოვნას ეჭვმიტანილის ყველა ტვიტზე. ნებისმიერ დროს გაგზავნილი ნებისმიერი ტვიტი. ხალხო, ყური მიგდეთ, არაფერი იმის შესახებ, რასაც ათავსებთ ინტერნეტში, არც ტვიტი, არც ბლოგი, არც SMS, არც ვებ-გვერდი რომელიც შექმნის 15 წამის შემდეგ წაშალეთ… ვეღარაფერს შეცვლით. ვერაფერს! როგორც კი რამეს გამოაქვეყნებთ, ის იმ წამსვე შეიწოვება სისტემის მიერ, ინდექსირდება, მუშავდება, უკავშირდება თქვენს სახელს… და ყველაფერზე მაქვს წვდომა. ხელიდან გაშვებულ ჩიტს ვეღარ დაიბრუნებთ.
თუ არ გინდათ, რომ ვინმემ ოდესმე თქვენი ნაწერი წაიკითხოს – არ გამოაქვეყნოთ ის. არასოდეს.
ნახეთ, რა ბრიყვია. ვჭამ პიცას. მივდივარ სამსახურში. ვუყურებ ტელევიზორს. ვალაგებ ოთახს. ყველა მისი მოძრაობა, მთელი დღის განმავლობაში. დედაჩემსაც კი არ უნდა ამდენის ცოდნა ჩემს შესახებ! ერთად-ერთი ხალხია, ვისაც უნდა ამდენის ცოდნა თქვენს შესახებ, ზის FBI-ს ნიუ-იორკის ფილიალში. *სიცილი*
მართლა, ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო ხდება. ყველაფერი, რასაც აკეთებთ: პიცაზე გადიხართ, ფილმს უყურებთ, ფილმის ყურებას მორჩით, არაუშავდა კინოს, ბობმა გრილი ინათხოვრა, ფრედი შეხვდა. მისმინეთ, თუ მე თქვენს შესახებ მონაცემებს ვიძიებ და მაინტერესებს კონკრეტულ დღეს რას აკეთებდით, დიდი მადლობას მოგიხდით.
ხო, ბიჭებო, იცოდეთ რომ თქვენ არ ხართ წინასწარმეტყველები. საიდან იცით, რომ ჩანაწერები არ “გიკბენენ” ტრაკზე ხვალ იმის გამო, რომ რაღაცა რამოდენიმე საათში მოხდება? Twitter-ში თუ რამეს აგზავნით, ეს იქ სამუამოდ რჩება. ამას რაც შეეხება, არსებობს ხალხი ვისი სამსახურია ტვიტერის მუდმივი თვალყურისდევნა. ისინი თვენი მიმდევრები არიან, თუმცა მათ ნახევარსაც კი არ იცნობთ.
გინდათ გითხრათ, ვინ არიან ისინი? – მარკეტოლოგები, დეტექტივები, კანონაღმასრულებელი პირები. მეც მათ შორის ვარ. ჩემი საიტია peoplefinder.net. მე ვიწოვ Facebook-ის ყველა გვერდს, Twitter-ის ყველა ლენტს. ის ყოველი შემთხვევისთვის, რა რომ თქვენ ჭკუა ისწავლოთ და წაშლას გადაწყვეტთ? ჩემს ფეხებს, არ გამოგივათ!
სხვათაშორის, აი Twitter ჩანაწერის შიგთავსი. გეგონათ მანდ 140 სიმბოლოა? არა, არა – არა! მანდ არის თქვენის IP მისამართი, ადგილმდებარეობა, რამდენი ხანი ხართ Twitter-ზე. ჯამში კი, Twitter ჩანაწერში ინახება ინფორმაციის 34-37 ერთეული.
ცოტასაც ვისაუბრებ ტვიტერის შესახებ. ყველა ჩანაწერი, როგორც მოგახსენეთ, ინახება კონგრესის ბიბლიოთეკაში. ისინი სახალხოდ ხელსმისაწვდომია. თან ტვიტერი Facebook-თან თანამშრომლობს. წამოიდგინეთ, რომ კერძო ცხოვრების დიდი მეთვალყურე შეუერთდა საშუალო მეთვალყურეს, და ერთად ისინი უკვე ზე-მეთვალყურეს წარმოადგენენ.
თითოეული წყეული ჩანაწერი, თუ ღილაკს შემთხვევითაც კი დააჭირეთ, აღმოჩნდება Facebook-ის გვერდზე. ახალი ამბავი კი არ არის, მაგრამ დაფიქრდით, აბა.
არსებობს რესურსი 140proof.com. მათ უკავშირდებით და ამბობთ რაღაც ასეთს: “მე მინდა მივყიდო ჩემი საქონელი ხალხს, კერძოდ ჩინელ ბებოებს, რომლებსაც ჰქვიათ XIAO”. ისინი ათვალიერებენ Twitter-ის მონაცემთა ბაზას და პასუხობენ: “ჩვენ გვყავს 500 ადამიანი, რომლებსაც უნდა გაუკეთოთ თქვენი საქონლის რეკლამა”. ისინი ახდენენ ე.წ. მიკროფოკუსინგს Twitter-ზე. რადგამ ისინი იგივეს აკეთებენ, რაც მე და სპეცსამსახურები: ისინი ამუშავებენ თქვენ Twitter ჩანაწერებს.

აი, იგივე რამის სწრაფი სახეობა. მას ქვია “იყიდება მიმდევრები”. დიდი ალობათობაა, რომ ეს ვინმე ამ ოთახში იმყოფება, სულაც არ გამიკვირდებოდა. $24.97-დ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი მუჭა მიმდევარი, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნილებას. გადაუხადეთ PayPal-ით, თქვენი ფული კი ალბათ სადმე მინსკში მიუვათ, არ გეტყვით ზუსტად. გაითვალისწინეთ – Twitter არ არის კონფიდენციალური.
კიდევ ერთი აბსურდული მაგალითი იმისა, თუ როგორ იცვლება გლობალური ქსელის შიგთავსი. არის ერთი ვინმე Hasan Elahi. ამის შესახებ პირველად გავიგე 2008 წელს, და მოვლენები ახლაც კი ვითარდება. Hasan Elahi-ს თვალყურს ადევნებს FBI. მათ ის ეგონათ ან ტერორისტი, ან მათი ხელშემწყობი, ან კიდე ვიღაც ასეთი. ჰასანს ძალიან ეშინოდა, რომ მას დაიჭერდნენ და ჩასვამდნენსადმე გუანტანამოს-ნაირ ადგილას, ვინაიდან მას არ შეეძლო დამტკიცება იმისა, რომ ის ტერორისტი არ არის.
ამიტომაც, მან გახსნა საიტი, trackingtransience.net. ყოველ საათს, ის იღებს ტელეფონს, იღებს თავის სურათს, ხელს აწერს და აქვეყნებს ვებ-საიტზე. მისი მთელი ცხოვრების ისტორია ახლა უკვე ქსელშია. რათქმაუნდა, ახლა ყველა ხედავს, რომ FBI-მ ჩაისვარა, რასაც ცდილობდა ჰასანი. ჩემთვის, ეს ძალიან უცხოა – მე ასეთ რამეს ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი.
ის, რომ თქვენ ყოველ საათში წერთ Twitter-ში, ანახლებთ Facebook-ს, აგზავნით SMS შეტყობინებებს, აღარ არის გასაკვირი. ახლა, პირიქით, ეს ჩვეულებრივად ითვლება. აი, მაგალითისთვის, პარასკევი, 27 ივნისი, ის რუქაზე უთითებს სად იყო, წერს რას აკეთებდა, ამაგრებს გადაღებულ სურათებს.
თუ კი Twitter თქვენთვის ცოტაა, არის კიდევ Utterz და Qik: მანდ შეგიძლიათ ატვირთოთ სურათები და ინტერნეტით გადასცეთ კამერის პირდაპირი ჩვენება. შეგიძლიათ გახადოთ თქვენი ცხოვრება სრულიად გამჭვირვალე და ყველასათვის გახსნათ ის. ეს ყველაზე შემაშფოთებელი ცვლილებაა. ანონიმურობა მკვდარია.
ჯამში, თუ რამე ხდება თქვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია ის მოვლენა თუ არა, თქვენ ამის შესახებ წერთ ინტერნეტში. ვინც მიახლოებით ჩემი ხნის ხართ, გემახსოვრებათ ფილოსოფია – უნივერსიტეტის ერთ-ერთი საშინელი საგანი, რომელზეც განვიხილავდით შემდეგს: “ტყეში წაიქცა ხე და ვერავინ გაიგო ამის ხმა. ეს ხე წაიქცა თუ არა სინამდვილეში?”
დიახ, ეს დეაარღვნიანი ხე წაქცეულია! თუმცა ამჟამად ესეც შეიცვალა. ამჟამად, თუ რაღაცის შესახებ არ წერია ქსელში, ესეიგი ის არ მომხდარა. ყველაფერი ჩნდება ინტერნეტში.

აი, ჩემთვის რა წარმოადგენს ამის მაგალითს. უყურეთ ამ ვიდეოს, იცანით? ხო, აუდიტორიის 45%-მა იცნო. ეს სადდამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის ვიდეორგოლია. იმისდა მიუხედავათ, რომ მე მომწონს ეს ვიდეო და მზად ვარ ვუყურო მას დღეში 20-ჯერ, უნდა გაიაზროთ და მიხვდეთ ეს რასაც ნიშნავს. წარმოიდგინეთ ჰიტლერი თავის ბუნკერში, ოღონდ ვიღაცა ტელეფონით უღებს!
ყველაფერი, რასაც ადგილი აქვს, თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, იღება სურათზე, ვიდეოზე, ქვეყნდება, განიხილება, იტვიტება და ა.შ. და კიდევ – იმის გარდა, რომ თქვენ თვითონვე შეიძლება თავი შეირცხვინოთ, გაითვალისწინეთ რომ თქვენ მეგობრებს სრულიად შეუძლიათ დაწერონ: “იცით, გუშინ გივიმ იმდენი ჩაისხა, რომ ღამე ვიღაც ნაშის ტუფლებზე არწყია!! ლოოლ”
დამიჯერეთ, მე ვიცი ვინც არის გივი, რადგან ვიცი ვინც არიან მისი მეგობრები და ნათესავები, ვიცი რომ უყვარს დალევა და ორი თვის შემდეგ, როცა მომიწევს მისი საავტომობილო ავარიის გამოძიება, უკვე მეცოდინება რომ მას ალკოჰოლი ხიბლავს.
სხვათაშორის, ეს ნამდვილი ამბავია. ჩვენ გვქონდა შეტყობინება იმის შესახებ რომ ერთი ტიპი დათვრა, რამოდენიმე თვის შემდეგ კი ტეხასში, საჭესთან ჯდომის დროს, ის გავიდა შემხვედრ ზოლზე და ადამიანი გაიტანა. საავადმყოფოში რატომღაც არ გაუკეთეს ანკოჰოლის ტესტი, ის კი იფიცებოდა რომ ფხიზელი იყო და რაღაც დაემართა, არტერიების სპაზმიო თუ რაღაცა, ახლა აღარ მახოვს. ეს იყო ორი წლის წინ. ჩვენ ვიპოვეთ მისი ქეიფების სურათები სადაც ისხავდა, მისი მეგობრების განხილები, სადაც ეძახდნენ გარეწარ ლოთს და ა.შ. ეს კაცი 8 წლით ჩაჯდა ციხეში. და მე ამით ვამაყობ!
ყველაზე მთავარი კითხვაა “ვინ არის შენი მეგობარი?”. იმიტომ, რომ თუ ვიცი შენი მეგობარი ვინც არის, მე ვიცი შენს შესახებ ყველაფერი რაც კი შეიძლება. ეს Facebook-ის ძირითადი აზრია.

ხო, ყველაზე პრიმიტიული დონე – თუ თქვენზე წარმოვდება გამოძიება და საჭირო გავარკვიო, თუ ვის უნდა ველაპარაკო თქვენს შესახებ, მე შევდივარ თქვენს MySpace, Facebook ან Twitter გვერდზე და ვუყურებ ვის უკავშირდებით ყველაზე ხშირად, და ვესტუმრები მათ.
თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, აღარც არის საჭირო ვინმესთან მისვლა. Facebook-ზე, MySpace-ისგან განსხვავებით, სტატისტიკის მიხედვით ხალხის უმეტესობა იყენებს თავის ნამდვილ სახელსა და გვარს, ასაკს (თუმცაღა ქალები ერთ-ორ წელიწადს მაინც იკლებენ), ელფოსტები, სახლის მისამართი, ჰობი, გემოვნება, მეგობრები – ყველაფერი ნამდვილია. ხო, რაც შეეხება MySpace-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ 125 მილიონი მომხმარებელი ყავს, მინდა გითხრათ რომ ეს ციფრი სულ მცირე 50 მილონით არის გაზვიადებული. Facebook-ში 3-დან 10-დე ჯერზე მეტი მომხმარებელია. ასე რომ, ამჟამად Facebook არის პირველი და ერთადერთი ადგილი, სადაც მივალ თქვენს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ხო, Facebook-ს შეუძლია უფრო კარგად შეისწავლოს თქვენ შესახებ მონაცემები, ვიდრე გგონიათ. Facebook Likes, Graph და სხვა სისულეები. ესენი მიჩვენებენ ყველაფერს, რაც თქვენ გაინტერესებდ და ყველაფერს, რაც აინტერესებს თქვენს მებოგრებს.
აი, მაგალითისთვის, რას აკეთებს Facebook. ეტყობა, მაგარი ნერვები აქვთ, რაღაი ასეთ რამეებს ჩალიჩობენ. თუ რეგისტრაციის დროს არასწორ ღილაკს დააწეკით, ისინი შეძვრებიან თქვენი ელფოსტის კონტაქტებში და ყველას დაუგზავნის მოწვევა Facebook-ზე. “გივი ამ წამს გაწევრიანდა ჩვენთან. თუ თქვენც მანდ ხართ – დაიმატეთ მეგობრებში. თუ არა – გაწევრიანდით თქვენც და დაუკავშირდით მეგობრებს”.
500 000 000 მომხმარებელი, ეს არის ინტერნეტის მომხმარებლების 20%. ყველა ამერიკელის 43%. ეს წვდომის გამამცვიფრებელი დონეა. ეს არის ინტერნეტის Wall-Mart (ჩვენთან – გუდვილი).
საშუალო მომხმარებელი ატარებს Facebook-ზე დღეში 1 საათზე მეტს. ბევრი 5 საათსაც კი ატარებს. თვალი თუ არ დამიბრმავდებოდა ამისგან. უთმცა, ასეთია რეალობა. გახსოვთ კამპანია იყო Facebook-ის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებდა ხალხს წაეშალათ FB ანგარიშები? ამის შედეგად 36 000 ადანიანმა გადაწყვიტა სოციალურ ქსელზე უარის თქმას. წარმოიდგინეთ, რომ FB-ზე ერთ საათში ამაზე მეტი ადამიანი წევრიანდება. ყოველ საათს.

აი აქ იწყება მისტიკა. საშინელებები. მაგალითად, განქორწინების ადვოკატების ბიუროდან: პირველი, რასაც ამოწმებენ (გამომძიელბლის დაქირავებამდეც კი!) არის კლიენტის Facebook გვერდზე მყოფი ინფორმაციის გაანალიზება და არასასურველის ამოშლა. შემდეგ კი ათვალიერებენ მოწინააღმეგეების გვერდს…
ჟურნალში Wired, რომელიც უმეტეს წილად ხალხზეა გათვლილი, მაინც ხანდახან ბრძნულ აზრებს გამოთქვამს: “Facebook ამჟამად დაკავებულია მსოფლიო ქსელის კოლონიზაციით“.
თქვენ უნდა გაიაზროთ Facebook და Google-ს შორის პრინციპული განსხვავება. Google ახდენს სრულიად მსოფლიო ქსელის ინდექსაციას, შენახვას და აღწერას. Facebook კი აკვირდება მომხმარებლებს. ისინი ჩვენზე ლაზერივით არიან ფოკუსირებული. მათ უნდა იცოდნენ რას კითხულობთ, რას აკეთებთ, სად აკეთებთ ამას, ვინ არის თქვენი მეგობარი, რა არის თქვენი ასაკი, სქესი, სარწმუნოება, სქესობრივი გემოვნება – ყველაფერი. ისინი იწერენ ყველაფერს.
სხვათაშორის, ეს კარგი ბიზნეს-მოდელი, შესანიშნავი ბიზნეს-მოდელია! Facebook Connect, Open Stream, ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას გაიგონ თქვენზე უფრო და უფრო მეტი რამ. მოიცალეთ და წაიკითხეთ თქვენი სალიცენზიო შეთანხმება Facebook-თან. ჩავატაროთ ცდა: აწიეთ ხელი მათ, ვისაც გაქვთ FB პროფილი. ყველას აქვს. ახლა კი მათ, ვისაც წაკითხული გაქვთ სალიცენზიო შეთანხმება.ყველამ დაწია ხელი. პრეზენტაციის მაყურებელმაც (მკითხველმაც) დაწია.
გაეცანით. თმა ყალყზე დაგიდგებათ. FB ყლაპავს ყველაფერს, რაც მცირეთი მაინც აზუსტებს ცნობებს თქვენს შესახებ. მათ შეიძინეს Friend Feed, თანამშრომლობენ Twitter-თან, ახლა იძენენ ტურისტულ საიტს. როგორც კი გაიგებენ სად ისვენებთ და რას საქმიანობთ, იმ წამსვე შემოგთავაზებენ თავის ტურისტულ რესურსს. ასევე, ისინი უერთდებიან Yelp-ს. რატომ? იმისთვის რომ იცოდნენ თუ რა სახის საჭმელი გიყვართ.
yelp_logo
Microsoft. რომელიმე თქვენგანმა იცით, თუ რა არის Cassandra? შთამბეჭდავია, რომ 10 ადამიანმა აწია ხელი. ეს ათით მეტია იმასთან შედარებით, თუ რამდენს წევენ ხოლმე. Cassandra – არის პროგრმა, რომელიც იწოვს თქვენს ყველა ინფორმაციას, მის ყოველივე წვეთს Facebook-ზე. მათ სურთ თქვენ გაგაანალიზოთ რაც შეიძლება კარგად, ამიტომაც შექმნეს თავისი პროგრამა თქვენი ცხოვრების პირადობის დასარღვევად. თურმე, ის იმდენად კარგია, რომ აშშ-ს მთავრობაც კი ფიქრობს მის გამოყენებაზე.
Open graph, API, სოციალური დანამატები, “Like”… თუ თქვენ აჭერთ ღილაკს “მომწონს” გვერდზე, რომელიც ეძღვნება გეითა ცხოვრების წესს, FB-მა ეგრევე იცის ამის შესახებ და არასოდეს დაივიწყებს. ერთი კვირის შემდეგ ისევ გეი იქნებით, იმისდა მიუხედავად თუ რას ირწმუნებიან ალაბამელი მამაოები. [ისინი ცდილობენ 'უმკურნალონ' ჰომოსექსუალობა, შენიშვნა თარჯ.]
Open Graph, დააკვირდით ერთი წამით, ის აკავშირებს თქვენს FB ანგარიშს და FB-ს გარე საქმიანობას. ისინი არ კარგავენ დროს ქსელის ავტომატურად ამოკითხვაზე, როგორც ამას აკეთებს Google, ისინი თქვენ გაკეთებინებენ ამ საქმეს: “მე ვანო მქვია და ეს საიტი მომწონს.” წკაპი. რატომ გააკეთეს ეს? – “რა ვიცი აბა.”
Facebook გეუბნებათ, რომ ეს ქმედება რაღაცას ასწავლის მეგობრებს თქვენს შესახებ, რაღაცა მნიშვნელოვანს. სისულელეა. თქვენი მეგობრები თქვენიმეგობრები არიან, მათ ისედაც იციან ყველაფერი თქვენს შესახებ. სინამდვილეში, FB-ს სჭირდება იცოდეს თუ რა საიტები მოგწონს. თქვენს შორის კი არავინ შეწყვიტავს ამის გაკეთებას, მაგრამ დაფიქრდით მაინც.
ახლა კი, უბრალო მაგალითი. აი, ეს არის დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელია. უკაცრავად, ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელია. მან და მისმა ცოლმა იმდენად ბევრი რამე დადეს FB-ზე, სრულიად დაუფიქრებლად, რომ ამჟამად ეს კაცი არის “ბონდ, უმუშევარი ბონდ”. მაგარი ფრაზაა. დააკვირდით ამ სურათს და კითხეთ თქვენს თავს: გსურთ თუ არა ის, რომ ამ კაცმა ყველაფეი იცოდეს თქვენს შესახებ? თქვენ გსურთ რომ ამ უნებისყოფო კაცს თქვენს გულში ჩახედვა შეეძლოს? დააკვირდით მის სახეს და დაფიქრდით. გავაგრძელოთ.*სიცილი*
ხო, პაკისტანში ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც განიხილავენ მარკ ცუკებერგის საქმე: მიესაჯოს თუ არა მას სასიკვდილო განაჩენი. *სიცილი* მე შერეული გრძნობები მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.
amazon
Amazon, ყველა იყენებს ამაზონს. რას უამბობს თქვენი ნაყიდი ნივთების ისტორია ჩემნაირ გონიერ და ცბიერ დეტექტივს? მე გავიგებ თუ რა მოგწონთ, რა გაწუხებთ, რა გაინტერესებთ, რა დღეში გაქვთ ჯანმრთელობა, რა პოლიტიკური შეხედულებები გაქვთ, რა სექსუალური გემოვნება. თუ ყიდულობთ ბერმუდების გზამკვლევს გეებისთვის, მაშინვე ყველაფერი გასაგებია. თუ ყიდულობთ წიგნს თირკმელის კიბოს შესახებ, ესეიგი ან თქევნ გაქვთ, ან თქვენს ახლობელს. სად მოგზაურობთ, რა არ მოგწონთ, რა გიტაცებთ, რა სარწმუნოების ხართ და ზოგადად – ყველაფერი თქვენს შესახებ.
ქსელის პრობლემა ის არის, რომ არავინ ფიქრობს მონაცემების ერთ ადგილას თავმოყრაზე. ისინი მუდმივად გროვდება, წყლის წვეთებივით, – თან მიაქვთ თქვენი პირადი ცხოვრების ნარჩენები. საქმე არ არის ერთ საძიებო კითხვაზე, მაგალითად თქვენი მეგობარი გოგონა მისამართი დაძებნეთ – მე ვიცი მის შესახებ. არა იმაშია საქმე, რომ თირკმელის კიბოს შესახებ წიგნი იყიდეთ, არა იმაში, რომ ეძებდით რეისს ბერმუდებზე – ახლა ვიცი, რომ ბერმუდებზე იყავით. მთავარი იმაშია, რომ ეს ყველაფერი რომ გავაერთიანო – ვიცნობ თქვენს გოგოს, ვიცი სად დადიხართ და რას აკეთებთ.
იცოდეთ, რომ თქვენი ყველა მოქმედება იწერება მონაცემთა ბაზაში და იქიდან არასოდეს ქრება! და ერთი წლის შემდეგ სრულად ჩემ ხელში ხართ. აბსოლუტურად. და ამაზე არვავინ ფიქრობს.
ახლა კი ვისაუბროთ სკაინეტის შესახებ, მე მას ვეძახი “პირველი კაცი ხელისუფლების მოთხოვნისთვის”. GOOGLE. კიდევ ერთხელ დააკვირდით სურათებს – ესენია სერგეი და ლარრი. ამ ხალხმა იცის თქვენი ყველაზე მალული და დაცული საიდუმლოები. დააკვირდით მათ. მოგწონთ?
ქსელი, ბლოგები, ჯგუფები, სურათები, ელფოსტა, სასაუბრო, წყეული წიგნები, Google ახალი ამბები… თუ ვიცი რას ათვალიერებთ news.google.com-ზე, მე ვიცი რით ხართ დაინტერესებული. რუქები – თუ შეგყავთ რაიმე მისამართი, ისე უბრალოდ კი არ გაინტერესებთ “ჰმ, აბა რა ქუჩაა ყაზბეგის 17?”. ეს მისამართი თქვენთვის რაღაც მიზეზების გამო მნიშვნელოვანია. თუ მაგ მისამართზე მდებარეობს ჩინური რესტორანი, მე ვიცი რომ მანდ ვიღასთან შეხვედრა გაქვთ. თუ კი აბორტების კლინიკა – მაშინ თქვენს შესახებ საკმაოდ პიკანტურ ინფორმაცის ვფლობ.
გუგლ მუსიკა, ფინანსები, საგადასახადო სისტემა Checkout (PayPal-ის კონკურენტი) და Youtube-ის შესახებ დაწვრილებითაც ვისაუბრებთ.
გუგლ ტელეკომნიკაციები, ვინც გარკვეული ხართ სატელეფონო სისტემაში, ალბათ ბევრნი (და ზოგიერთი არამც თუ წმინდა მიზნებით), Google ახლა უკვე სატელეკომუნიკაციო კომპანიაა. სავსებით კანონიერად. მათ გააჩნიათ სატელეფონო ნომრების და მომხმარებლების ბაზა, რომელსაც უკავშირებენ ყველაფერ დანარჩენს. Froogle კი ჩაიშალა, მაგრამ სამომხმარებლო ბაზა დარჩათ.
ქრომი სიახლე აღარ არის, Android, ანგარიშები Google, IP მისამართების ჩაწერა.
google-voice-features1
ცოტაც ვისაუბროთ ანდროიდის შესახებ. ეს აღმაშფოთებელია. თუ მინდა ჩემს Android ხელსაწყოზე გადავიტანო ჩემი საადრესო წიგნი ან კალენდარი, პირველ რიგში მიწევს მათი გუგლთან გაგზავნა! ეს არავის გაწუხებთ? არ შემიძლია ჩემს Mac-ს მივუერთო USB სადენი და უბრალოდ სინქრონიზება გავუკეთო. მიწევს ყველა ჩემი მეგობრის, ნათესავის და საქმიანი პარტიორის შესახებ ყველაფერის გავაგზავნო მონაცემთა ბაზაში. ამიტომაც ვიყენებ Palm-ს. დაუფიქრდით ამას, დარწმუნებული ვარ, ცოტა თქვენთაგანი აქცევს ამას ყურადღებას.
კალენდარი იმისა, თუ სად ვიქნები უახლოესი სამი თვის განმავლობაში, ჯერ უნდა გავაგზავნო Google-ში, რის შემდეგაც გუგლი დამიბრუნებს მას. ყველაფერი რჩება გუგლს.
კალენდრებს რომ შლით, ისინი იშლება მხოლოდ ტელეფონიდან. მონაცემები უნდა დაუტოვოთ შესასწავლად, თორე ტელფონის სინქრონიზების საშუალებას არ მოგცემენ.
ყველა ყველაფერს გუგლავს. მონაცემების დეანონიმიზაციის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანამდე კი მნიშვნელოვანია მივხვდეთ ერთ რამეს: თუ ფიქრობთ “აჰა, მე ვეძებ საიტებს BDSM-ის შესახებ, მაგრამ არავინ ისიც რომ მე ვეძებ მათ”, მათ იციან! ნამდვილად იციან! შეიძლება იმიტომ, რომ ოდესმე თქვენი სახელი დადგიგულიათ, ან თქვენი მისამართი, ან ტელეფონის ნომერი.
anonimity-is-dead
რამდენ თქვენგანს, პასუხი კი ვიცი უკვე, დაუგუგლია თავისი სოციალური დაზღვევის ნომერი? რატომ იტყვილებით, მხოლოდ 20 ხელი აიწია. ბევრს დაგიგულიათ. რომ დაფიქრდეთ ყველაფერი იმის შესახებ, გუგლთან რა არის ინტეგრირებული და რას ამბობს თქვენზე გუგლი. DoubleClick და AdMob უკვე საკმარისია. მაგრამ არის კიდევ FeedBurner, RSS არხები ბევრს საუბრობენ თქვენ შესახებ, თქვენი ინტერესების, პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, საყვარელი ტექნოს შემსრულებელი, საყვარელი პალტფორმა Mac-ია თუ Linux, ან… არც კი მინდა ვიფიქრო უარესზე.
დოკუმენტები, ელცხრილები, კალენდრები. რამდენი თქვენგანი იყენებს ღრუბლებს? ნახევარი ოთახი. ეს ინფორმაცია უკვე დაკარგულია. Google პროფილი – კი უკვე იციან თქვენს შესახებ ყველაფერი, მაგრამ გთავაზობენ შეიყვანოთ ინფორმაცია და შეინახოთ ყველაფერი ერთ ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ ადგილას.
Google Health – არ გაშინებთ ის ფაკტი, რომ სერგეი ბრინმა იცის პროსტატის გამოკვლევა ბოლოს როდის გაქვთ გაკეთებული?
Google Voice. მაინტერესებს, რამდენი თქვენ გაინი იყენებს მას? აქ მყოფთა 85%. ეს Google-ს აწვდის თქვენს სახლის მისამართს, მობილურის ნომერს, მუშაობის ადგილს და ვის და როდის უკავშირდებით. დაფიქრდით. ამას აღას სჭირდება განმარტება.