ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადაწყვეტილებით, ოჯახმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაშში ცხოვრობს, მიცვალებული არ დაასაფლავა და უკვე 18 წელია, დედა, ციური კვარაცხელია შვილს ცოცხალივით უვლის. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შვილიშვილის გამო მიიღეს, რომელიც მამის გარდაცვალების დროს 2 წლის იყო. "ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, არ დაგვესაფლავებინა. ამბობდა, შვილმა უნდა ნახოს, როგორი მამა ჰყავდაო. ჯონის შვილი ახლა 20 წლისაა და მოდის ხოლმე. არ აქვს მკვდრის შიში, პირიქით, ამაყობს, რომ ასეთი კარგი მამა ჰყავდა", - ამბობს შვილმკვდარი დედა.

 

იხილეთ სრულად: