საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
0,5 სტაფილო
ქიშმიში
500გრ თაფლი
ხახვი
შაქარი
ვარდკაჭკაჭა
კამის თესლი (რომელიც აფთიაქში იხმარება)
ანწლი
შაქრის ფხვნილი
10 ლიმონი (თესლგაცლილი)
4ც ყვითელი ზაფრანა
ქრისტესისხლას ფოთოლი
საფეხურები
1 0,5კგ სტაფილო, ამდენივე ქიშმიში გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ 500გრ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო ს/კ.

2 თითო კგ თეთრი ხახვი და შაქარი 2ლ წყალში მოადუღეთ და მიიღეთ რამდენსაც შეძლებთ.
3 500გრ ნედლი ან 300გრ ხმელი (აგვისტოში აღებული) ვარდკაჭაჭა ხარშეთ 3ლ წყალში, სანამ 1,5ლ-ზე დადუღდება. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 100გრ თითო მიღებაზე ჭამის წინ. უებარი ნაცადია.
4 ორი ს/კ კამის თესლი (კამა, რომელიც აფთიაქში იხმარება) 1ლ მდუღარე წყალზე დააყენეთ 24 საათის განმავლობაში. გაწურეთ და თითო ღვინის ჭიქა მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
5 2კგ ანწლის მწიფე ნაყოფს დააყარეთ 2კგ შაქრის ფხვნილი და მზეზე დადგით. მიიღება ნაყენი. ავადმყოფს მიეცით არყის ჭიქით დღეში 3-ჯერ.
6 აიღეთ ათი ცალი თესლგაცლილი ლიმონი, დაკეპეთ კანიანად, აურიეთ 0,5კგ მაისის თაფლი, მიიღეთ ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.
7 4 ცალ ყვითელ ზაფრანას დაასხით 5 ც/ჭ მდუღარე და ადუღეთ 3 წთ. გააჩერეთ 24 სთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 50მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე. გაიმეორეთ ერთი კვირის შესვენების შემდეგ.
8 დანაყეთ 1 მუჭა ქრისტესისხლას ფოთოლი (ყუნწებიანათ). დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 100მლ დღეში 3-ჯერ. ეს წამალი შველის სასქესო ორგანოების ქავილსაც.