ხერხემლის სისწორეზე დამოკიდებულია არა მარტო ტანის სისწორე და სილამაზე, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. თუ გაქვთ ხერხემლის გამრუდებასთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებელია მისი შესაბამისი მეთოდებით მკურნალობა.

საფეხურები
1 აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ჩაგიტარებთ ხერხემლის დათვალიერებას და დაგინიშნავთ რენტგენულ გამოკვლევას ან მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას.
2 ამის შემდეგ ექიმი შეძლებს გითხრათ, რამდენად ძლიერია ხერხემლის გამრუდება ან სხვა პრობლემების შესახებ (დისკის ამოვარდნა, თიაქარი)
3 ხერხემლის გამრუდების (სქოლიოზი) დროს ძირითად თერაპიას წარმოადგენს სამკურნალო ფიზკულტურა, რომლის გაკეთებაც შესაძლებელია პოლიკლინიკებსა და ხერხემლის მკურნალობის სპეციალურ ცენტრებში. ასევე შეიძლება დაგენიშნოთ ფიზიოპროცედურები და მასაჟი.
4 თუ გტკივათ ზურგი, შეიძლება თქვენთვის რეკომენდირებული იყოს მედიკამენტოზური თერაპია. როგორც წესი, ეს არის ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ძვლის ქსოვილის გამაუმჯობესებელი პრეპარატები. არაა გამორიცხული მალამოებისა და საცხების დანიშვნაც. მათ გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
5 ექიმები ამბობენ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ხერხემლის მკურნალობას, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი. თუ თქვენ ბავშვს აღმოაჩნდა სქოლიოზი, აუცილებელია შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოთ სამკურნალო ფიზკულტურა - ეს დაგეხმარებათ გამრუდების სრულად აღმოფხვრაში. მოზრდილ ადამინებს ხერხემალი უკვე ჩამოყალიბებული აქვთ და ამიტომ შეუძლებელია გამრუდების სრულად მკურნალობა, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესებაში ავადმყოფს დაეხმარება კუნთოვანი კორსეტის ფორმირება.
6 ზურგთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისათვის აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურის კურსების რეგულარულად გავლა, ხოლო შუალედებში კი სპორტის ისეთი სახეობებით დაკავება, როგორიცაა ცურვა ან იოგა. ეს დაგეხმარებათ ზურგის კუნთების გამაგრებასა და ტონუსში ყოფნაში.
7 თუ თქვენ აღგენიშნებათ სერიოზული გამრუდება, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მანუალურ თერაპევტთან ვიზიტი. სპეციალისტის არჩევას მიუდექით დიდი ყურადღებით, ვინაიდან მანუალისტის შესრულებულ არასწორ მოძრაობას შეუძლია თქვენი ზურგისთვის დიდი ზიანის მიყენება.
8 არსებობს სხვადასხვა ცენტრები, რომლებიც მკურნალობენ ხერხემლის დაავადებებს. სამკურნალო ფიზკულტურისა და მასაჟის პარალელურად ისინი გთავაზობენ სხვადასხვა ტრენაჟორებზე ვარჯიშს. რის შედეგადაც მაგრდება ზურგის კუნთები და იჭიმება ხერხემალი. - See more at: http://gogaggg.com/81427-rogor-vimkurnalot-xerxemlis-gamrudeba.html#sthash.gNCcBA71.dpuf