ასტროლოგია და იდეალური წყვილები
რომელი ზოდიაქოს ნიშნები უხდებიან ერთმანეთს ოჯახის შესაქმნელად და შვილების აღსაზრდელად. ასტროლოგია დაგეხმარებათ, ოჯახის შექმნამდე, უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში და თქვენ მომავალ მეორე ნახევარში.

სასწორი და მერწყული
წყვილის ბედნიერების საიდუმლო ისაა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულება შეუძლიათ. სასწორი ოჯახს დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით ექცევა და უმნიშვნელო უთანხმოებაც კი რთულად გადააქვს. სასწორი ყველაფერში, მათ შორის ოჯახურ ცხოვრებაშიც კი ჰარმონიისკენ მიისწრაფვის. მერწყული კი, მიუხედავად სიჯიუტისა და თავისფლებისმოყვარულობისა, ცდილობს, ნებისმიერ სიტუაციაში გამონახოს კომპრომისი. ამიტომაც, სასწორი-მერწყულის დუეტი მუდმივად პატივს სცემს ერთმანეთის ინტერესებს და გვერდს აუვლის კონფლიქტებს. ასეთი ქორწინებაში ბედნიერი ბავშვები იზრდებიან. მათ არ უწევთ მშობლების სკანდალების მოსმენა.

თევზები და კურო
კურო იმით ფასობს, რომ რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლია სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება. არასდროს მისცემს თავს უფლებას, ემოციებს აჰყვეს და მეორე ნახევარს აწყენინოს, თევზების წყენინება ხომ მარტივზე მარტივია. ამასთანავე, ის რბილი და ერთგული ნიშანია. კურო მისთვის მთავარი დასაყრდენი იქნება ქორწინებაში. თევზების აქვთ ერთი კარგი თვისება, – მათ ესმით ადამიანების და ცდილობენ უთანაგრძნონ. კუროსა და თევზების თვისებები ამ ორს საშუალებას მისცემს, მყარი და ძლიერი ოჯახი შექმნან. თანაც, თევზებიცა და კუროც ძალიან კარგად ზრდიან შვილებს.

უფრო ვრცლად იხილეთ: