რა არის მწვანე ყავა და როგორ დაგვაკლებინებს ის წონაში?
მწვანე ყავა - დიეტოლოგების ახალი აღმოჩენაა, რომელიც 2012 წლიდან სწრაფად კრიფავს პოპულარობას. მისი ცხიმის წვის ეფექტი სკრენტონის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, შემდგომ ის აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების რამოდენიმე ჯგუფმა დაამტკიცა.
მწვანე ყავის გაყიდვების პიკი ამერიკის შეერთებულ შტატებშია - მას იყენებს ბევრი ვარსკვლავი, ისეთები როგორიც არის კეტი პერი, ჯენიფერ ლოპესი, დემი მური და სხვანი.

ამ ყავის საიდუმლო მის უნიკალურ შემადგენლობაში მდგომარეობს. ის მდიდარია ქლოროგენული მჟავით და ანტიოქსიდანტებით, რომელთა შემცველობა რამოდენიმეჯერ მეტია მწვანე ჩაისთან შედარებით. ყავა აქტიურად შლის საჭმელთან ერთად მიღებულ ცხიმებს და ამცირებს მადას. აქედან გამომდინარე ის არა მხოლოდ კარგი დამხმარეა დიეტის დროს, არამედ ეფექტურია როგორც დამოუკიდებელი წონაში დასაკლები საშუალება.

მწვანე ყავა - ჩვეულებრივი ყავის მოუხალავი მარცვლებია. ის არაფრით განსხვავდება ჩვენთვის ჩვეული შავი ყავისგან, რომელსაც ყოველდღე ვიღებთ. მწვანე ყავაც ჩვეულებრივად მოყავთ პლანტაციებზე, კრიფავენ დამწიფების დროს და აცლიან რბილობს. დარჩენილ კურკას აშრობენ და იმის ნაცვლად რომ მოხალონ, პირდაპირ დასაფქვავათ უშვებენ.
მაშინ რატომ გვეხმარება წონის დაკლებაში მხოლოდ მწვანე ყავა? რითი ჩამოუვარდება მოხალული შავი ყავა მწვანეს? საქმე იმაშია, რომ მოხალვის პროცესი კარდინალურად ცვლის ყავის ქიმიურ შემადგენლობას და ანადგურებს მის დიეტურ ეფექტს. ქლოროგენის მჟავა და ანტიოქსიდანტები იშლებიან თერმული დამუშავების პროცესში, ხოლო კოფეინის შემცველობა მატულობს. ამიტომაც ჩვეულებრივი შავი ყავა არ გვადგება წონასთან ბრძოლის პროცესში, ხოლო მწვანე ყავა არ გვაფხიზლებს.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ მწვანე ყავის ექსტრაქტი წვავს ცხიმს ყოველგვარი დიეტის და ფიზიკური დატვირთვების გარეშეც. ექსპერიმენტებმა ანახეს, რომ წონაში კლება მიმდინარეობდა იმ ადამიანებშიც კი, რომლებმაც საერთოდ არ შეცვალეს თავისი კვებითი რაციონი. მწვანე ყავის ექსტრაქტს არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. ის სიფრთხილით უნდა მიიღონ მათ ვისაც აქვს დიაბეტი, გლაუკომა, სისხლის შედედების დარღვევები და გაღიზიანებული სწორი ნაწლავის სინდრომი.
იყავით ჯანმრთელები!