ამ დღეებში ბრაზილიაში ტრანსექსუალთა რიგით მეორე სილამაზის კონკურსი “მის T ბრაზილია 2013“ გაიმართა.


კონკურსი იმითაა გამორჩეული, რომ 28-ვე მონაწილე ტრანსვესტიტი და ტრანსსექსუალია, თუმცა ეს ღონისძიების ყველაზე სადაო ასპექტი არ ყოფილა.


კონკურსის მთავარი პრიზი შტატ რიო დე ჟანეიროს ტრანსექსუალთა ასოციაციამ დააწესა - გამარჯვებულს ტაილანდში, კოსმეტიკურ კლინიკაში სქესის შეცვლის ოპერაციას უფასოდ გაუკეთებენ.