იმისათვის, რომ მამაკაცებმა სიცოცხლე 4-5 წუთით გაიხანგრძლივონ, საჭიროა, უბრალოდ, ხშირად უცქირონ ქალის მკერდს. ასეთ დასკვამდე გერმანელი მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც სპეციალური კვლევა ჩაატარეს.

მეცნიერები 200 მამაკაცს დააკვირდნენ. მათ, ვინც ხშირად ხედავს ქალის შიშველ ბიუსტს, მოწესრიგებული სისხლის წნევა და უფრო დარეგულირებული გულისცემა აქვთ. ამასთან, ისინი ნაკლებად ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

"ქალის შიშველ მკერდზე 10 წუთიანი დაკვირვება, სპორტარბაზში გატარებულ 30 წუთს უდრის. სექსუალური აღგზნებადობა გულის ცემას და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ბუნებრივია, რომ მკერდის დანახვა მამაკაცების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ის ინფარქტის პრევენციასაც ახდენს. ჩვენ დარწუნებული ვართ, რომ ქალის მკერდის ცქერას მამაკაცის სიცოცხლის 4-5 წლით გახანგრძლივება შეუძლია", - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი კარენ ვეზერბი.